მთავარი / სიახლეები / “ჯენოა” 3 – 1 “იუვენტუსი” სტატისტიკა და ფეხბურთელების შეფასებები

“ჯენოა” 3 – 1 “იუვენტუსი” სტატისტიკა და ფეხბურთელების შეფასებები

შეგახსენებთ 27 ნოემბერს “ლუიჯი ფერარის” სტადიონზე “იუვენტუსი” ადგილობრივ “ჯენოას” დაუპირისპირდა და სამარცხვინო ანგარიშით 3–1 დამარცხდა.

მაქსი ალეგრის 2 წლიანი ერის განმავლობაში სერია ა-ში “იუვეს” სამი გოლი ერთ თამაშში აქამდე არ გაუშვია.

ქვემოთ გთავაზობთ მცირე სტატისტიკას და ფეხბურთელების შეფასებებს.

ანგარიშის შესახებ იცით, ამ სამი გოლის გატანა კი გენუელებმა 6 ზუსტი დარტყმიდან მოახერხეს, “სინიორამ” კი მხოლოდ 2 ჯერ დაარტყა კარში და ერთი გოლი გაიტანა.

ისე კი გუნდებმა სულ 12–12 ჯერ დაარტყეს კარისკენ.

კუთხურებში “იუვენტუსმა” დაჩაგრა მეტოქე, მაგრამ სამწუხაროდ ეს კონპონენტი ტაბლოზე არ იწერება და მხოლოდ გატანილი გოლები წყვეტს მატჩის ბედს.

ისე კი “შავ–თეთრებმა” 6 ჯერ გაათამაშეს სტანდარტი კუთხის ალამთან, ხოლო “მასხრებმა” მხოლოდ 3 ჯერ.

მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა და მთავარ არბიტრ მაცოლენისაც 34 ჯერ მოუწია მატჩის შეჩერება. რა გასაკვირია რომ 29 წუთისთვის 3 ბურთით დაწინაურებული “ჯენოა” მეტად დაჯარიმდებოდა და შესაბამისად მათ 26 ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები, ტურინელებმა კი მხოლოდ 8 ჯერ. ყვითელი ბარათებიც შესაბამისად 3–2 ზე იყო მასპინძლების “სასარგებლოდ”

ბურთს კი “იუვენტუსი” ფლობდა. 65% – 35%

რაც შეეხება ფეხბურთელების შეფასებას:

ჯიჯი ბუფონმა სამი გაშვებული გოლის მიუხედავად ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო “შავთეთრებში” და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ის “ნუმერო უნოა”. პირველი გოლის დროს ის ნამდვილ გლადიატორს ჰგავდა, რომელიც სისხლის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლობს და ერთ მომენტში მხოლოდ მეოთხე ცდით შეძლეს მისი კარის აღება. მას სპორტულმა მიმომხილველებმა 7.5 ქულა დაუწერეს.

დანი ალვეშს 4.5 ქულა მიანიჭეს, გასათვალისწინებელია რომ ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, ცენტრალური მცველის ადგილას მოგვევლინა და სანამ ტრავმას მიიღებდა ძალიან უჭირდა მეტოქეებთან გამკლავება.

მისი ბედი გაიზიარა ტრადიციულად სტაბილურმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომლის ხშირი შეცდომებიც ჩვენ წარსულს მივაბარეთ და სულ სხვა 19 ნომერს ვუყურებდით ბოლო პერიოდში, მაგრამ მან ახალგაზრდობა გაიხსენა და პირველი გოლი მთლიანად მის სინდისზეა, ის ბრაზილიელზე ადრე დაიმტვრა და 4.5 ქულიანი შეფასებით დატოვა მოედანი 2 თვით.

პარტნიორებთან შედარებით ნორმალური მატჩი შეიძლება ვუწოდოთ მეჰდი ბენატიას ჩატარებულ 90 წუთს, მაგრამ ეს მხოლოდ ლეოს და დანის ფონზე, ისე კი მაროკოელისგან ბევრად მეტს ველით, მითუმეტეს რომ მას აქვს უნარები რითიც შეუძლია მაყურებელს თავი დაამახსოვროს. საბოლოოდ მხოლოდ 5 ქულა.

სტეფან ლიხშტაინერი ამ მატჩში დანი ალვეშის პოზიციაზე იდგა. უცნაურია არა? ორივე ფეხბურთელი მოედანზე იყოს მაგრამ ისინი მაინც სხვების პოზიციებს იკავებდნენ. თუმცა შესაძლებელია მათი ადგილების გაცვლითაც არაფერი შეცვლილიყო, ამ დღეს “იუვე” თავის თავს არ გავდა და შვეიცარიელის მხრიდანაც უღიმღამო მატჩი ვიხილეთ, არაფრით დასამახსოვრებელი და გამორჩეული. როგორც უმეტესობამ მანაც 4.5 ქულა მიიღო, ამაზე ნაკლების დაწერა უბრალოდ სირცხვილია.

მცველი ალექს სანდრო შეგვიძლია ქართული ანდაზით შევაფასოთ “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა” შეტევაში ვიზავი ლაზოვიჩი არ აძლევს არაფრის საშუალებას, დაცვაში კი მეგობრებს არ “ჩამოუვარდა” 5 ქულა.

შუაწელში ხედირას და ერნანეშს “ჯენოას” ნახევარმცველები არაფრის საშუალებას არ აძლევენ და უღიმღამოდ გადაადგილდებიან ხან ზემოთ ხან ქვემოთ, სარგებელი კი მათგან ნული. ორივემ 5–5 ქულა მიიღეს და მათი მეგობარი ნახევარდაცვაში მირალემ პიანიჩიც “ხუთოსანი” იქნებოდა რომ არა ბრწყინვალედ შესრულებული სტანდარტი და გოლი. ასე რომ კარგად შესრულებული საჯარიმოსთვის +1.

ხედირა – 5

ჰერნანეში – 5

პიანიჩი – 6

შეტევაში გამწესებულ ხუან კვადრადოს 90 წუთი ეცოტავა იმის გასაგებად თუ რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა, საერთოდ რა ევალებოდა მოედანზე და რატომ გაამწესა ალეგრიმ ის ცენტრალურ თავდამსხმელად. გაოცებული 4.5 ქულა კოლუმბიელს!

მარიო მანჯუკიჩი ის ფეხბურთელი არ არის მატჩის ბედს მარტო წყვეტდეს, თუმცა მისი შრომისმოყვარეობა ყოველთვის დასაფასებელია. ხორვატი არც დაცვაში ჩამოსვლას ერიდება და არც მოძრაობას მთელს პერიმეტრზე, მაგრამ არ არის მისთვის დამახასიათებლად თავდაჯერებული, რაც არცაა გასაკვირი გუნდის თამაშის ფონზე. 5.5 ქულა ექს–ბავარიელს.

შეცვლები:

დანიელე რუგანი – ახალგაზრდა იტალიელი 3–0 ზე შემოვიდა და ის ერთადერთი შავ–თეთრი მცველია რომელსაც 27 ნოემბერს არაფერი დაუშავებია “ბებერი ქალბატონის” სპეტაკი სახელისთვის. ასეთ კოშმარულ მატჩში ესაც დასაფასებელია და ამის 6 ქულა მას.

გონსალო იგუანი – მოედანზე მხსნელად მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე შემოვიდა, მაგრამ “ხსნა” მომავლისთვის გადაიდო. 5 ქულა პიპიტას.

სტეფანო სტურარო – შარშანდელი იმედის მომცემი სეზონის შემდეგ ტრავმამ დაღი დაასვა ახალ გატუზოდ წოდებულ ნახევარმცველის მიმდინარე სეზონს. ჯერ ჯერობით ვერაფრით ახერხებს თამაშში ჩართვას. 5.5 ქულა

მწვრთვნელი:

მასიმილიანო ალეგრი – MAD MAX შეცდა და ის ამას არ უარყოფს… ის შეცდა თითოეულ კომპონენტში. 4.5 ქულა.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *