მთავარი / ბლოგი / ჯანლუკა პალიუკა, “ფრატელი დ’იტალია”, ანტონიო კონტე და “სკუადრა აძურა”…
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია

ჯანლუკა პალიუკა, “ფრატელი დ’იტალია”, ანტონიო კონტე და “სკუადრა აძურა”…

იტალია მხოლოდ ფეხბურთის გამო არ ამირჩევია – ჩემს თავს ვხედავ მათში, თუმცა ეს მერე მოვიდა, მანამდე ყველაფერი ჯანლუკა პალიუკას გამო დაიწყო და ყველაფერიც, ჩემი მოწამვლაც თავისი ბრალია. პრინციპში თავისი რა, მშობლების – რას არქმევდნენ ამ კაცს ჯანლუკას თან, როცა გვარად პალიუკა უნდა ყოფილიყო?!

ჰო, კარგად ირითმებოდა და მაშინ სწორედ ამიტომ ვარჩიე იტალიის ნაკრები… ეს კოხტა ლექსივით გარითმული გვარ-სახელი პირველად 1998 წლის მუნდიალზე მოვისმინე, მაგრამ რომ გითხრათ, აპენინელთა თამაში მახსოვს-მეთქი, მოგატყუებთ. სამაგიეროდ მერე ყველაფერი მახსოვს, რაც “სკუადრა აძურას” უკავშირდება – ყველაფერი! ჯანლუკა პალიუკას მერე, მთავარი ფაქტორი ალბათ “სკუადრა აძურამ” იქონია. ეს სახელიც რაღაც ყურში განსხვავებულად ჩამესმოდა, ტვინში ლამაზად აღწევდა და, და დაიწყო… მახსოვს, 2000 წლის ცხელი ზაფხულია – ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა შუქი როდის მოვიდოდა ან წავიდოდა, ანაც საერთოდ მოვიდოდა კი?! – კაციშვილმა არ იცოდა… თუმცა გამიმართლა; 11 ივნისს მოსაღამოვებულზე შუქი იყო და მაშინდელი პირველი არხიც აჩვენებდა, აჩვენებდა იტალია-თურქეთის მატჩს… სანამ დაიწყებოდა, ჩემს კუმირს ველოდი, ვფიქრობდი, კომენტატორი ახლა, ანაც აი, ახლა ამოიკითხავს: ჯანლუკა პალიუკა… შენც არ მომიკვდე, ფრანჩესკო ტოლდოო… მაშინ გული ძალიან დამწყდა, რას წარმოვიდგენდი თუ პალიუკა უკვე აღარ იყო ნაკრებში და ორი წელი ტყუილად ველოდი, იმას საერთოდ ვერ წამორვიდგენდი, რომ ფრანჩესკო ტოლდო საოცრებებს ჩაიდენდა და იმას ხომ საერთოდ, რომ თურმე რომ არა ვინმე ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმა, ტოლდოსაც არ მიეცემოდა გაბრწინების და მთელი ბენილუქსების გაოცების შანსი…

პირველი გოლი, რომელიც იტალიის ნაკრების გამო აღვნიშნე, ლამაზი გამოვიდა – ანტონიო კონტემ უცნაური მოძრაობა გააკეთა (მაშინ ჩემთვის იყო უცნაური, თორემ) და როგორც აღმოჩნდა, “მაკრატელათი” ჩემი პირველი იტალიური ბურთიც აფართხალდა შვიდმეტრიან ძელებს შორის ლამაზად გაჭიმულ თეთრ ქსოვილში მოქსოვილ ძაფებში…

წლები გავიდა, მეც გავიზარდე, იტალიის ნაკრებიც გაიზარდა, ხან დაპატარავდა, მსოფლიოს ზემოდან გადმოხედა ამაყად და ანტონიო კონტე ეინდჰოვენის მაკრატელადან უკვე მთავარ მწვრთნელად მომევლინა. აქაც დრო კიდევ გავიდა სწრაფად, ჩვეულად, და, ანტონიო კონტე უკვე აღარაა იტალიის ნაკრები მწვრთნელი. ისე თქვა, ერთ დღეს ისევ დავბრუნდები, ამიტომ არ გეშვიდობებითო. ისიც დააყოლა, ჩემთვის დაუვიწყარი ორი წელიწადი გახლდათ და ყველას მადლობაო…

Antonio+Conte+Italy+Training+Session+Press+vhSQ_I52KCvx

მადლობა ანტონიოს – მადლობა, რომ მომანიჭა სასწაული ორგაზმი მთელი 5 თამაში, 480 წუთის განმავლობაში… არ ვიცი, რომ არა, კონტე რა შედეგს აჩვენებდა იტალია, “სკუადრა აძურა”, რომელსაც კრიზისიც მოსძალებოდა და ჩასაფრებული ეშმაკიც თავისი თარსი თვალებით. იტალია გავარდა, როგორც იქნა “დოიჩლანდმა” გადაფარა სტადიონსა თუ მინდორზე “აძურა”. თუმცა, ზოგჯერ არის მომენტები, როცა წაგებულიც კი გამარჯვეული გეჩვენება და მე ზუსტად ასე მაქვს საქმე. ჩემთვის ანტონიო კონტეს ფორმაციის ნაკრები ევროპის ჩემპიონია, არაფრითაა იმაზე ნაკლები გუნდი, რომელმაც 2006 წელს მაგრძნობინა რომ იყო ცაში… მერე რა, რომ ანდრეა პირლოს ფუნქციას მარკო პაროლო ითავსებდა, ფრანჩესკო ტოტი ედერი იყო, ხოლო ალექს დელ პიერო ლორენცო ინსინიე. მერე რა… მთავარი უცვლელი დარჩა ლოგო გულზე და თვითონ გული, იტალიური, ცხელი, ემოციური, ფეთქებადი, გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ მომართული… მართლაც რომ “ფრატელი დ’იტალიაა” – ჰიმნიც კი მაგარია, დასაწყისში სწორედ ეს გამოვტოვე შეგნებულად, ინნო დი მამელიმაც დიდი როლი ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, დღევანდელივით ხმის ჩახლეჩვამდე არ მღეროდნენ… დიდი ემოცია მოჰქონდა მელოდიას, ახლა უკვე მელოდიასა და გაბრწყინებული თვალების ყურებას ხან ჯაკერინის, ხან დარმიანისა და ხანაც ჯიჯი ბუფონის… შეიძლება ვცდები, მაგრამ ფეხბურთში ჰიმნის დროს ასეთ შემართებას ვერავისგან ვგრძნობ და აქაც პირველია იტალია.

Gianluigi+Buffon+Germany+v+Italy+Quarter+Final+fxIi7rH_tWgx

ახლა ორი წელი ისევ მომიწევს ცდა დიდ ემოციებამდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს 2018 წლის ჩემპიონატი მაინც გული დამწყდება… ბუფონი მიდის… მინდა თასით ხელში წავიდეს, ხო ეკუთვნის არა?! – გენიოსებს ყველაფერი ეკუთვნით, თავმდაბალ გენიოსებს…

არადა, წელსაც კაი გუნდი იყო – შემართული, მებრძოლი, ერთიანი, მაგრამ რა ვუყოთ, რა ვქნათ, რომ ეს პაივცემული “დოიჩლანდი” იღბლიანია, ძაღლი არ ჰყეფს ხოლმე თან ისეთი, აბა ვის გაუგია ამდენჯერ შეძლო ლატარიის მოგება?! რას იზამ ზოგჯერ ტკივილიც აზლიერებს სიყვარულს და სწორედ ასეა. იტალია, იტალიად დარჩა – სხვანაირია, სხვანაირი ემოცია მოაქვს, გაამაყებს, აგაფეთქებს, თავს დაგავიწყებს. მოკლდ, “სკუადრა აძურაა” ლურჯი გუნდია!!!
ახლა კი, ანტონიო კონტეს გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა, თითქმის იგივე ბიჭებით – ერთი დასტოიონი ანდრეა ბარძალი გამოგვაკლდება და უდაოდ შემომაკლდება მისი აუღელვებელი, უდრეკი სახის შეხედვა და მოძრაობებით აღფრთოვანება. შესაძლოა დანიელე დე როსის მგლური სახეც ვეღარ ვნახო “ფრატელი დ’იტალიაზე”, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა: იტალიის ნაკრები მაინც უცვლელი იქნება და მასზე პიროვნებები ვერ მოქმედებენ, პირიქით – იტალიის ნაკრები მოქმედებს პიროვნებებზე და ესაა სწორედ ყველაზე დიდი ორგაზმი…

როგორც ანდრეა პირლომ თქვა, გენიოსმა ბრეშადან, იტალიის ნაკრების მაისურით თამაში ყველაზე მაგარი სექსია, როგორც “მაესტრომ” თქვა, გაუგებარია, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი ბევრი სექსითა და იტალიის ნაკრებში თამაშის გარეშე… დიახ, ასეა, იტალიის ნაკრების მაისური ვისაც ჩაუცვამს გახდა უძნელდება, არ ეთმობა – ალბათ, ამიტომაც იყო, ანდრეა ბარძალი, 35 წლის პატივმოყვარე კაცი, საქვეყნოდ ცრემლად რო გადაიქცა, არ უნდოდა ნაკრებიდან წასვლა, თან ასე, წაგებულს წასვლა…

“სკუადრა აძურა”, “ფრატელი დ’იტალია”, ჯანლუკა პალიუკა, ანტონიო კონტე – ყველა ერთია, ყველა იტალიის ნაკრებია, ყველაზე მაგარი ჩათრევა სჩვევია და აგერ ჩათრეული ვყავარ 2000 წლის ცხელი ზაფხულის 11 ივნისიდან. ეინდჰოვენიდან, ბორდომდე… შემდეგი გაჩერებაც მალე იქნება…

ავტორი: გიორგი მელქაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *