მთავარი / სიახლეები / ჯანლუკა დი მარციო “იუვენტუსის” შესახებ
ჯანლუკა დი მარციო “იუვენტუსის” შესახებ

ჯანლუკა დი მარციო “იუვენტუსის” შესახებ

როგორც ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და მიმომხილველი ჯანლუკა დი მარციო იუწყება “იუვემ” ამერიკულ ტურნემდე კიდევ ორი ტრანსფერი გაჩარხა.

როგორც დი მარციო იუწყება ერთი მათგანი ლონდონის “არსენალის” კარის დარაჯი, ვოიცეხ შესნია, რომელმაც გასული ორი წელი არენდით “რომაში” გაატარა. პოლონელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონის ფარგლებში მერყეობს, გუნდში მოსვლის შემთხვევაში ის ბუფონის დუბლიორი იქნება, მომავალ წელს კი, როდესაც ლეგენდარული მეკარე კარიერას დაასრულებს, შანსი ექნება პირველობისთვის იბრძოლოს.

მეორე სიახლე კი მატია დე შილიოს ეხება. როგორც ჩანს მხარეებმა მაინც გამონახეს საერთო ენა, მილანელთა ფლანგელი 12 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება “ბიანკონერის”.

ჩვენი გვერდი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას და ნებისმიერ სიახლეს უმალ შემოგთავაზებთ.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …