მთავარი / ბლოგი / ჯანლუიჯი ბუფონი – თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი
ჯანლუიჯი ბუფონი – თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი

ჯანლუიჯი ბუფონი – თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი

ერთი უბრალო იტალიური ისტორიის წერა იწყება ტოსკანის რეგიონის ქალაქ კარარადან… 28 იანვარი, 1978 წელია. იტალიური Felicità აცოცხლებს მიძინენულ უბანს… ბედნიერებას მოსდევს, ასევე იტალიური, La Gloria…

1998 პარმა, უეფას თასი… ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი… 20 წლის იტალიელი ბიჭით, არც მეტი, არც ნაკლები, ტურინის იუვენტუსი ინტერესდება… პარმასა და ‘ბებერი ქალბატონის’ ბრძოლა.. იმარჯვებს €51,645,690. ეს იმ დროისთვის, მეკარის სანაცვლოდ შეთავაზებული, რეკორდული თანხაა… 34 მატში გაშვებული 22 გოლი, პირველი სეზონი იუვენტუსში, შავ-თეთრები ამ წელს სერია-ა-ს ჩემპიონობას ეუფლებიან.

სპორტსმენთა ოჯახში დაბადებულმა, ცნობილი მეკარის, ლორენცო ბუფონის, ძმისშვილმა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, მეგობრებთან ერთად თამაშის დროს, თავისივე სურვილით, სამომავლო კარიერა ფეხბურთს დაუკავშირა. ამით, არა მხოლოდ შეცვალა მსოფლიო ფეხბურთის ისტორია, არამედ ლეგენდარულ მეკარეთა სათავეში მოექცა.

თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი ყოველთვის ქმნის რაღაც დაუვიწყარს, ამას იტალიელები ეძახიან Per Sempre-ს, საფეხბურთო თვალსაზრისით ეს იგივეა, იყო ლეგენდარული, ხოლო მათთვის, ვინც დღემდე სევდანარევი ბედნიერებით აღსავსე თვალებით გასცქერის თეთრ ხაზებში მომწყვდეულ ტურინელ ლეგენდას, ეს ცხოვრებაზე მეტია რაღაც.

თუმცა ვერანაირმა თეთრმა ხაზებმა ვერ დაიტიეს მისი დიდება… ის გასცდა ძველებურ Delle Alpi-ის, ტურინს,იტალიას, ევროპას, ხანდახან იეჭვებ რომ მსოფლიოსაც გასცდა იგი… სადღაც იტალიის სიღრმეში, მოედანს გარს ახვევია უმარავი ფანი.. სინათლე თვალს ჭრის პატარა ბიჭუნას, რომელსაც ორი ზომით დიდი ფორმა აცვია… ფეხბურთელები უკვე ტოვებენ მოედანს, ბიჭი ეკითხება მამას: წავიდა?

მამა უნებურად იწყებს ტირილს… ახლოვდება …მოვა დრო და ის მართლაც წავა, ოღონდ არა ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი წლით… პატარა ფრანჩესკო მკლავებზე ჩამოგდებულ მაისურს გამალებით ზემოთ იქაჩავს: ბუნდოვნად ახსოვს: მამამ უთხრა რომ მას მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარის მაისური აცვია…

გავა წლები და ფრანჩესკო გაიზრდება, მას მხოლოდ ბუნდოვნად დამახსოვრებული სიტყვები ემახსოვრება, ამჯერად უფრო ბუნდოვნადაც კი… მაგრამ ის იღბლიანი ადამაიანები, რომლებიც ტრიბუნის სამოთხეებიდან უყურებდნენ დიდი ჯიჯის საოცარი ნიჭის გამოვლინებას, ყოველთვის შეახსენებენ მას: ეს ჯანლუიჯი ბუფონია, იგი დაიბადა იტალიაში, მან გადაატრიალა მსოფლიო ფეხბურთი, მას ტყუილად არ ეწერა ნომერი 1 მაისურზე … აქ უკვე სიტყვები ზედმეტია აქ უკვე დუმილიც ზედმეტია… 

“კაცი შეიძლება წავიდეს, შეიძლება წავიდეს ხელმძღვანელობა, მაგრამ ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას, არიან მოთამაშეები, რომლებიც შინაგანად ატარებენ: გამარჯვების გრძნობას, საუკეთესობისკენ სწრაფვას, იმას, რაც არ არის სხვა გუნდის მსგავსი”

ტრიბუნაზე მდგომი ჯოხზე დაყდნობილი “ბებერი ქალბატონის” მაისურის უკან იკითხება: BUFFON თავად ბუფონიც დგას მოედანზე ბებერი ქალბატონის მაისურით… ეს უკვე სამუდამოა… მთელი ტურინი ლოცულობს, რათა არასდროს დამთავრდეს ტოსკანის რეგიონის ქალაქ კარარაში დაწყებული, ერთი არაუბრალო ისტორია.

ავტორი: თამარ გოგსაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება. “როდესაც ვინმე …