მთავარი / სიახლეები / ჯანლუიჯი ბუფონი: გამოსავალი არის ერთი, თავი არასოდეს არ უნდა იმართლო

ჯანლუიჯი ბუფონი: გამოსავალი არის ერთი, თავი არასოდეს არ უნდა იმართლო

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ბოლო 20 წლის განმავლობაში. გთავაზობთ სტატიას, სადაც ჯანლუიჯი ბუფონი თავისი წარმატების შესახებ საუბრობს.
„უნდა ვაღიარო, წაგების შიში მეც მაქვს, 38 წლის ასაკში თავს აღარ ვგრძნობ ისე როგორც ახალგაზრდობისას. მე მჯერა რომ თითოეულ ადამიანს აქვს მოვალეობა, იპოვოს საკუთარი გზა, თუკი ამის გაკეთებას ვერ შეძლებ ადამიანების პატივისცემასაც დაკარგავ. ბევრჯერ წამიგია და ამ დროს უფრო მეტი რამ მისწავლია ვიდრე გამარჯვებების დროს. როდესაც ვაგებ ფოკუსირებას ყოველთვის ჩემს შეცდომებზე ვაკეთებ, ასევე ვაკვირდები მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს. საუკეთესო გამოსავალი არის ერთი, თავი არასოდეს არ უნდა იმართლო.“
„აბებზე უარი ვთქვი როდესაც 13 წლის ვიყავი, პარმაში თამაშის დროს შემომთავაზეს, გართობის მიზნით, მე ვთქვი არა და არც არასდროს გავკარებივარ. ჩემი ხასიათიდან და პერსონალურობიდან გამომდინარე გადაწყვეტილი მქონდა ჯანსაღად მეცხოვრა. სპორტული ცხოვრებით მე დავამტკიცე რომ არაფერია შეუძლებელი. მე გავაანალიზე რომ ცხოვრებაში უნდა გააკეთო მეტი ვიდრე შეგიძლია რათა მიზნები და ოცნებები აისრულო. 39 წლის ვარ, ყველა ფიქრობდა რომ 31 წლის ასაკში მიღებული ზურგის ტრავმის შემდეგ უკან ვერ დავბრუნდებოდი. თუმცა მე ძალიან გამიმართლა, ისევ დავბრუნდი და ამ დაბრუნებით საკუთარი თავიც კი გავაოცე.
“ოპონენტების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემა გამაჩნია. მათ პატივს ვცემ, თუმცა თავს მათთან დამარცხების უფლებას არასდროს ვაძლევ. ჩემს თანაგუნდელებს ყოველთვის ვეუბნები,არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამტკიცებს რომ მათ არ ეშინიათ, მეც მაქვს წაგების შიში და ეს არ არის საკვირველი. შიში თამაშის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ფაქტია, თუმცა, ყოველთვის არსებობს რაღაც რაც მოტივაციას გიქმნის და მას გამარცხებინებს.”

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *