მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” მეზარბაზნეები აღარ ჰყავს…
"იუვენტუსს" მეზარბაზნეები აღარ ჰყავს...

“იუვენტუსს” მეზარბაზნეები აღარ ჰყავს…

ბარძალის, დიბალას და პიაცას ტრავმებს, ასევე გონსალო იგუაინის კუნთის პრობლემას, რომლის გამოც მან “სევილიასთან” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა და გუშინაც, გარდაუვალი აუცილებლობის გამო, ფაქტიურად ტრავმირებული თამაშობდა, გუშინ ვწერდით რომ დანი ალვეშიც შეემატა, რომელმაც “ჯენოასთან” მატჩის დროს ფეხი მოიტეხა და მინიმუმ 4 თვე ვერ დაეხმარება გუნდს, ასე რომ შეუძლია მთელი ზამთარი ბუხართან გაატაროს და თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფდინალში გააღწევს, მხოლოდ მაშინ შეძლებს დახმარებას.

აი დღეს კი ლეონარდო ბუნუჩის სამედიცინო შემოწმების პასუხებიც “მოვიდა” და მას კარგი არაფერი უცნობებია იუვენტინოებისთვის. სამწუხაროდ გუნდის ერთ–ერთი ლიდერს და დაცვის ნამდვილ ბურჯს ორ თვემდე უქმობა მოუწევს.

როგორც ხედავთ ყველაზე დიდი პრობლემები გუნდს დაცვის ხაზში აქვს და ამ ეტაპისთვის მწყობრში მხოლოდ გამოუცდელი დანიელე რუგანი, ფორმაში არ მყოფი ჯორჯიო კიელინი, ზაფხულში მოსული და გუნდთან შეუთამაშებელი მეჰდი ბენატია, საკუთარი წარსულის აჩრდილი სტეფან ლიხშტეინერი და საფრანგეთის ე.წ. “მეხუთე რესპუბლიკის” პირველი პრეზიდენტის შარლ დე გოლის კლასელი პატრის ევრაა.

რა თქმა უნდა დაცვითი ფუნქციების შესრულება ალექს სანდროს და ხუან კვადრადოსაც შეუძლიათ, მაგრამ ისინი უფრო ფლანგის ნახევარმცველები ან ფლანგის შემტევი სტილის დამცველები არიან, ყოველ შემთხვევაში დაცვის ცენტრალურ რგოლთან არაფერი აკავშირებთ. აი ევრა და ლიხშტაინერი კი არაერთხელ გვინახავს გაჭირვების ჟამს ცენტრში “შემოწეულები”

“ზებრები” კი მიუხედავად ოფიციალური დასახელებისა “3–5–2” მაინც 5 მცველიანი სისტემით თამაშობენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მატჩების 99 პროცენტს.

თითქოს ყველაფერი მარტივია, საჭიროა ხუთი კაცი და ჩვენც ხუთი გვყავს, მაგრამ მოგეხსენებათ ეს ასე არაა. შესაბამისად უახლოეს პერიოდში ან შეშლილ მაქსს მოუწევს ტაქტიკის გადაწყობა და 4 მცველიანი ტაქტიკით თამაში ან პრიმავერადან ახალგაზრდების დაწინაურება.

ისე კი ალეგრისთვის ტრავმების ეპიდემია უცხო არ არის, პირიქით, ეს მისი ერთგვარი თანმდევი პრობლემაა. საკმარისია მისი “მილანში” მოღვაწეობის ბოლო წელი გავიხსენოთ როდესაც მილანის ძირითადი ბირთვი ერთმანეთს კლინიკაში ხვდებოდა.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *