მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” ლოკატელი სურს

“იუვენტუსს” ლოკატელი სურს

“დრონი მეფობენ და არა მეფენი!” ამ გამოთქმის უკვდავებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს დღევანდელი სერია A –ს სატრანსფერო ფანჯარა.

წლების განმავლობაში ინტერნეტ–ხულიგნები ერთ ფოტოში აერთიანებდნენ იმ 11 ფეხბურთელს რომლებსაც კოტრაქტი უმთავრდებოდათ სეზონის ბოლოს და მათ “მილანის” მაისურებს აცმევდნენ.

ამ ხუმრობაში მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ხუმრობის, რადგანაც “როსონერი” მხოლოდ თავისუფალი აგენტებით და არენდის წესით ახერხებდა შემადგენლობის შევსებას, რა თქმა უნდა ამის ფონზე “იუვენტუსის” სატრანსფერო აქტივობები დავითის და გოლიათის ჭიდილს ჰგავდა, მაგრამ ახლა სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა.

მაშინ როდესაც მილანელები მსოფლიოში ყველაზე მეტად აქტიურობენ და სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორ კვირაში მოახერხეს ბონუჩის, სილვას, კონტის, კალჩანოღლუს, როდრიგესის, მუსაკიოს, კესის, ბილიას და ბორინის დამატება, იუვემ 2 წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა (დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი) და მიუხედავად ბევრი ჭორისა მხოლოდ დიეგო კოსტას დამატება მოახერხა მიუხენის “ბაიერნიდან”.

რა თქმა უნდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვეზე მეტია დარჩენილი და სპორტული დირექტორების დასვენებამდე ჯერ ადრეა. მირაბელი და ფასონე (“მილანის” მაროტა და პარატიჩი) ლუკა მოდრიჩს (მადრიდის “რეალი”) პიერ–ემერიკ ობემიანგს (დორტმუნდის “ბორუსია) ანდრეა ბელოტის (ტურინის “ტორინო”) და რენატო სანჩესს (მიუხენის “ბაიერნი) აკვირდებიან და სავარაუდოდ აქედან ორს მაინც მოიყვანენ გუნდში.

რა თქმა უნდა ეს ვითარება არსებითად ცვლის იტალიაში არსებულ სიტუაციას და ამ ეტაპისთვის “შავ–წითლები” შემადგენლობით უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნიან სერია A – ში “შავ–თეთრების” დომინაციას, ამას ჩვენზე კარგად რა თქმა უნდა ტურინში გრძნობენ და “ბებერი ქალბატონის” მესვეურებიც სერიოზულად დაფიქრდნენ გაძლიერებაზე.

ზოგადად სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ ფეხბურთელების დამატება და ფულის შოვნა არაა, ეს ერთგვარი პრესტიჟიცაა გუნდებისთვის. ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო იმაზე საუბრობს თუ როგორ მოახერხა “მილანმა” და “იუვეს” მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო (ბევრის აზრით ყველაზე საუკეთესო) მცველი როგორ “აახია”.

რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უპასუხოდ ვერც “იუვენტუსი” დატოვებდა, მითუმეტეს როდესაც სასწორზე გუნდის პრესტიჟი დევს და გადაწყვიტეს საპირისპირო სვლა გააკეთონ.

აქედან გამომდინარე, ბევრი ფიქრის შემდეგ მაროტამ და პარატიჩმა (“იუვენტუსის” მირაბელი და ფასონე) გადაწყვიტეს, არც მეტი, არც ნაკლები, მილანიდან მანუელ ლოკატელი შეიძინონ!!!

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?!

პ.ს. მანუელ ლოკატელი 19 წლისაა, 11 წლიდან მილანის შემადგენლობაში ირიცხება, მეორე სეზონია რაც მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც 27 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 გოლიც გაიტანა. თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ ახალგაზრდა იტალიელი ამპლუით ნახევარმცველია.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …