მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” მატუიდის ალტერნატივა პორტუგალიაში იპოვა

“იუვენტუსმა” მატუიდის ალტერნატივა პორტუგალიაში იპოვა

ევროპული მედია საშუალებების მტკიცებით, ბიანკონერი აქტიურად ცდილობს “პარი სენ ჟერმენის” ნახევარცმველის ბლიზ მატუიდის შეძენას.

მაგრამ მატუიდი ერთადერთი ნახევარმცველი არაა, რომელიც სერია ა-ს გრანდს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ბებერი ქალბატონი “პსჟ”-ს ფეხბურთელს ვერ შეიძენს, უილიამ კარვალიოს შეძენას შეეცდება.

ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილია, კარვალიომ უკვე დაიმკვირდა ლისაბონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ერთ ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.
მისი შეძენით ასევე ინტერესდება ლონდონის “არსენალი”. ლისაბონის “სპორტინგის” ხელმძღვანელობა უილიამ კარვალიოს სანაცვლოდ მინიმუმ €40 მილიონს ითხოვს.

წყარო: sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

როგორც უკვე კარგად იცით, 18 ივლისს სტარტი აიღო „საერთაშორისო ჩემპიონთა თასმა“. 27 ივლისს, დილის 05:00 …