მთავარი / სიახლეები / „იუვენტუსმა“ ბონუჩის ფასი დაადო
ბონუჩი: ეს მხოლოდ ჭორებია

„იუვენტუსმა“ ბონუჩის ფასი დაადო

ცნობილი გახდა ის თანხა, რის ფასადაც შეელევა ტურინული გრანდი თავის ცენტრალურ მცველს ლეონარდო ბონუჩის – მსურველებს მისი გადაბირება 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ

მსურველები კი იტალიის ნაკრების მცველს ბევრი ჰყავს – „მილანი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეომ „მილანთან“ პირადი, 7 მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ტრანსფერში მილანელები საკუთარი ახალგაზრდა ფეხბურთელების ალესიო რომანიოლის და მატია დე შილიოს ჩართვას აპირებენ.

ბონუჩის კონტრაქტი, რომელიც გასული წელის დეკემბერში გაახანგრძლივა, 2021 წლამდეა. თავად ფეხბურთელს და მის ოჯახს იტალიიდან წასვლის სურვილი არ აქვთ

წყარო: sarbieli.ge

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …