მთავარი / სიახლეები / „იუვენტუსმა“ ბერნარდესკისთან შეათანხმა

„იუვენტუსმა“ ბერნარდესკისთან შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ფედერიკო ბერნარდესკის გარემოცვასთან – იტალიის 21 წლამდელთა ნაკრების ლიდერი თანახმაა 5 წლიან ხელშეკრულებაზე და სეზონში 4 მილიონიან ანაზღაურებაზე.

თუმცა მთავარი სამუშაო ახლა იწყება – ჩემპიონებმა უნდა დაარწმუნონ ფლორენციის „ფიორენტინა“, რომ ფეხბურთელი ტურინულ გრანდში გაუშვან. ეს კი არ იქნება იოლი საქმე – „იუვენტუსს“ და „ფიორენტინას“ არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებთ ისტორიულად და სათავეს ეს ყველაფერი რობერტო ბაჯოს ტრანსფერიდან იღებს, რომელიც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფლორენციიდან ტურინში გადაბარგდა.

ტოსკანური კლუბი 40 მილიონ ევროს პლუს 10 მილიონს ბონუსების სახით ითხოვს. ტურინელები გამალებით მუშაობენ ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე, მით უმეტეს, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ დაუფარავად განაცხადა, რომ „ვიოლასთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებს და წასასვლელად მზადაა.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …