მთავარი / სიახლეები / „იუვენტუსმა“ ალვეშის შემცვლელი იპოვა – ვინ შეცვლის ბონუჩის?
„იუვენტუსმა“ ალვეშის შემცვლელი იპოვა - ვინ შეცვლის ბონუჩის?

„იუვენტუსმა“ ალვეშის შემცვლელი იპოვა – ვინ შეცვლის ბონუჩის?

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ამერიკულ ტურნეზე წავიდა და სამი ფეხბურთელი საფრანგეთში დატოვა – თუ გჟეგოჟ კრიხოვიაკის და ჰატემ ბენ არფას დატოვება მოსალოდნელი იყო (ტრანსფერეზე დგანან) სერჟ ორიეს დატოვება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა

როგორც ჩანს, კოტ დ’ივუარელ მცველს ახალ კლუბში ვიხილავთ და ამას არა ერთი ევროპული გამოცემა ადასტურებს. ისედაც დიდი კონკურენციის პირობებში პარიზულ კლუბს დანი ალვეში შეემატა, რომელიც ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა ევროპაში და ძნელი სავარაუდოა, რომ უნაი ემერიმ ის სკამზე დასვას.

„იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩისგან აღებული 42 მილიონი აქვს, რომელიც თავისუფლად შეუძლია ორ კვალიფიციურ მცველში დახარჯოს – თუ იტალიურ პრესას და კერძოდ ტურინულ Tuttosport-ს ვენდობით, უახლოეს მომავაში სერჟ ორიესთან ერთად მალე „ლაციოს“ ჰოლანდიელ მცველს სტეფან დე ვრეის უნდა ველოდოთ.

ორივე ფეხბურთელი ტურინულ კლუბს მიახლოებით 45-50 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო: სარბიელი

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …