მთავარი / სიახლეები / იუვენტუსის ხელმძღვანელობა €70 მილიონის ამოღებას რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვებით აპირებს!
მაროტა: პიანიჩმა თავის წილზე უარი თქვა

იუვენტუსის ხელმძღვანელობა €70 მილიონის ამოღებას რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვებით აპირებს!

ჯუზეპე მაროტა ამ ზაფხულს ძალიან დაკავებული ფიგურა გახლდათ, თუმცა მას ჯერ არაფერი დაუსრულებია რადგან ბებერი ქალბატონი კიდე რამოდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმას და დიდი ალბათობით მათი ახალი ფეხბურთელებით ჩანაცვლებას!

მოგეხსენებათ იუვემ შეიძინა არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი რომლის ტრანსფერიც ტურინელებს €94,7 მილიონი დაუჯდებათ! პლუს ამას ძალიან აქტიურია პოლ პოგბას ტრანსფერიც რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს ბებერ ქალბატონს და წითელ ეშმაკებს შეუერთდება! ინგლისელები კი თავისმხრივ ისეთი თანხის გადახდას აპირებენ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ რაც ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არცერთ ფეხბურთელში არავის არ გადაუხდია და ეს ციფრი სავარაუდოდ გახლავთ €120 მილიონი!

ამასთან ბებერი ქალბატონი მზადაა დაემშვიდობოს რამოდენიმე მოთამაშეს დამატებითი თანხების მოძიების მიზნით რათა დარჩეს აქტიური სატრანსფერო ბაზარზე!

სიმონე ძაძა, ერნანეში, მარიო ლემინა, რობერტო პერეირა და სტეფანო სტურარო. ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია რომელთა გასხვისებასაც აპირებენ გალილეო ფერარიზე!

ძაძა: ინგლისი შესანიშნავია მაგრამ...

იტალიელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით რამოდენიმე გუნდია დაინტერესებული! ბუნდესლიგიდან ვოლსბურგი რომელიც €25 მილიონის გადახდისთვის აცხადებენ მზადყოფნას და ასევე ვესტჰემ იუნაიტედიც დაახლოებით იმავე ოდენობის თანხის გადახდას აპირებს ფორვარდში! ტურინში კი მხოლოდ ძაძას გადაწყვეტილებას ელიან თუ სად ურჩევნია თავად თავდამსხმელს!

ერნანეშსა და მარიო ლემინას რაც შეეხება აქ საქმე თითქმის ერთნაირადაა. მათით დაინტერესებული არიან შემდეგი კლუბები: ბეშიკტაში, სტოკ სიტი, ლესტერ სიტი, უოტფორდი და ლაპციგი! ბრაზილიელის გასხვისება თურქეთში იგეგმება დაახლოებით €10-12 მილიონად! ლემინას ფასი კი დაახლოებით €15-18 მილიონია!

რობერტო პერეირა: "იუვენტუსი" უფრო აგრესიულია

 პერეირა ახლოს იყო ნაპოლიში ტრანსფერთან და მასში ნეაპოლიტანური კლუბი €18 მილიონის გადახდასაც კი აპირებდა მაგრამ არგენტინელის ტრანსფერი თავისივე თანამემამულის იუვენტუსში გადმობარგებას შეეწირა. იუვენტუსი მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება პერეირასთან დაკავშირებით €18-20 მილიონის ფარგლებში

და ბოლოს სტეფანო სტურარო რომელიც მაქს ალეგრის ფავორიტია თუმცა ამისდამიუხედავად მოუწევს შავ-თეთრი მაისურის გახდა რადგან ბებერი ქალბატონი ახალ საფეხურზე გადადის და ამ საფეხურზე გადასასვლელ გეგმაში სტურარო არ შედის! სტურაროს მაროტა და კომპანია €12-15 მილიონად უპირებს გასხვისებას!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *