როგორც ჩანს, მიუხედავად ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადაბარგებისა, ტურინის „იუვენტუსი“ მაინც ყველაზე ძლიერი დაცვის ხაზი ეყოლება აპენინებზე და არა მარტო.
ტურინულმა გრანდმა „რომასთან“ კოსტას მანოლასის თაობაზე დაიწყო მოლაპარაკებები და რომაელთა რეაქცია საკმაოდ პოზიტიური გამოდგა – იტალიის სერია A-ს მეორეადგილოსანი მზად არის თავის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს 40 მილიონ ევროდ შეელიოს. ცოტა ხნის წინ რომაული პრესა წერდა, რომ დედაქალაქელთა ახალი მენეჯერის თქმით, „რომაში“ გაყიდვები დამთავრებული იყო, თუმცა ტურინელთა სავარაუდო მსუყე წინადადებაზე „რომა“ უარს არ იტყვის.
წყარო: სარბიელი