მთავარი / სიახლეები / იუვენტუსი რომას წინააღმდეგ
იუვენტუსი რომას წინააღმდეგ

იუვენტუსი რომას წინააღმდეგ

იტალიური გაზეთები გვამცნობენ რომ  ამ ორი გუნდის დაპირისპირება იქნება ნამდვილი ბრძოლა სატურნირო ცხრილში ადგილის გასამყარებლად. ამ კვირაში რომამ მოახერხა და დაამარცხა მილანი გამოცდილებისა და მცირეოდენი იღბლის დახმარებით.

ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა რომ მას სურდა იუვენტუსის მენტალიტეტისა და „უხეშად მოგების“ შესაძლებლობის მისაკუთრება. მან განაცხადა რომ სურდა გამარჯვების აღნიშვნა ლამაზი თამაშის არ ჩატარების მიუხედავად. მისია შესრულებულ იქნა.

მთელი ტაიმის განმავლობაში ნახევარდაცვის ხაზი დაკარგული იყო და მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ მოწოდების სიმაღლეზე, ლუის ადრიანო. ფეხბურთელი, რომელიც ბევრმა დაივიწყა, ისევ ძირითადში თამაშობდა და თან საკმაოდ კარგადაც.

მიუხედავად ყველაფრისა, დიავალომ მაინც გამოიჩინა ორგანიზებულობა, ითამაშა კარგი ხარისხის ფეხბურთი და ამასთანავე გამოაჩინა  ყველაზე ძლიერი ხასიათი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის რომლებსაც აქამდე სერია ა-ში უთამაშიათ. მილანი დამარცხდა, მათ ვერ მოახერხეს პენალტის გატანა თუმცა მაინც ამაყნი და თავაწეულნი დარჩნენ. მათი სამეულში ყოფნა ისევ არ არის სადაო თემა.

რომას შემადგენლობაში არ იყვნენ მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ფლორენცი.  ბრუნო პერესი დაშავდა თამაშის პირველ ნახევარში, მიუხედავად ამ დანაკლისისა, ალეგრის იუვენტუსის მსგავსად, გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ვინჩენცო მონტელა და სრულიად კლუბი იმსახურებდა წარმატებას მაგრამ რომა  იდგა როგორც ვესტერნიდან წამოსული „ადამიანი-იარაღი“ რომელიც ყველაფერს აკეთებს რათა დაამარცხოს ოპონენტები და ამისათვის იყენებს შესაფერისს ტყვიებს.

შაბათს ახალი დაპირისპირება გაიმართება, იუვენტუსი რომას უმასპინძლებს ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. განწყობა უკვე  შექმნილია, ეს იქნება საღამო როდესაც ერთ-ერთი გუნდის მზე ჩაესვენება. გულშემატკივრები უკვე გრძნობენ მოსალოდნელი თამაშის დინამიკას.

მომდევნო რამოდენიმე დღე სავსე იქნება სხვადასხვა ინფორმაციით, ჭორებით, ვნებათაღელვით და რაც მთავარია  დუელისთვის  მზადებით.

მე გავაანალიზე რატომ გაიზარდა ბუფონმა ულვაშები. ის გავს  დასავლეთელ შურდულის მსროლელს 1960-იანი წლებიდან. ყველა ელოდება იუვენტუსის დამარცხებას მათი ხუთწლიანი მუდმივი დომინანტობის მიუხედავად, თუმცა, ბუფონი მზად არის ითამაშოს ცუდი ბიჭის როლი და გაანადგუროს მოწინააღმდეგის ოცნებები.

საბოლოოდ, მოდით ყველანი დავმშვიდდეთ და დაველოდოთ ამ გუნდების შეჯიბრს რომელიც ნამდვილი დუელი იქნება.

უყურე მატჩს ტურინის იუვენტუსის ფანკლუბში!

Posted by Juventus Club Georgia on Tuesday, December 13, 2016

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *