მთავარი / სიახლეები / იუვენტუსი კესიესთვის 10 მილიონს იხდის

იუვენტუსი კესიესთვის 10 მილიონს იხდის

“იუვენტუსი” 10 მილიონი დოლარის ოდენობის შეთავაზებას ამზადებს “ატალანტას” კუთვნილებაში მყოფი ივორიანელი ფეხბურთელის-ფრანკ კესიეს შესაძენად. თუმცა ტურინელებს ჩელსის, არსენალის და ორივე მანჩესტერული კლუბების სახით დიდ წინააღმდეგობას აწყდება.

19 წლის ფეხბურთელმა კარიერა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, ხოლო შემდგომში ნახევარდაცვაში გადმოინაცვლა და თავის გამოჩენაც ამ ამპლუაშიც  მოახერხა.

“Gazzetta dello Sport”-ის გადმოცემით “იუვენტუსს” ფეხბურთელის შეძენა 10 მილიონის ფარგლებში აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ზემოთ აღნიშნული კლუბების სკაუტები აქტიურად მოქმედებენ ნინჭიერი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად. იტალიურმა გრანდმა იგი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანვე შეიძინოს და მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დატოვოს “ატალანტაში”.

წყარო: Football-Italia

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *