მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” და პეპ გვარდიოლა

“იუვენტუსი” და პეპ გვარდიოლა

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელის პოსტზე ჯერჯერობით დაზუსტებული არაფერია. მაურიციო სარის სახელი ლამის ყოველდღე აქტუალურია, მაგრამ ხანდახან პეპ გვარდიოლას კანდიდატურაც ამოტივტივდება და თითქოს ყველაფერი ესპანელისკენ მიდის

ტვიტერში Pesto Flies გვერდზე კი საუბარია, რომ „იუვენტუსი“ გვარდილა დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ და ინფორმაცია ამ დრომდე არ დასტუდება, რადგან ყველაფერი გასაიდუმლოებულია.

„გვარდიოლასა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტი თვეების თუ არაა, კვირების უკან გაფორმდა. გვარდიოლა ისაა, ვინც „იუვენტუსს“ პირველი მიუახლოვდა და არა სხვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეპის ხელფასს ადიდასი დაფარავდა, უბრალოდ სისულელეა. უეფას კანონების თანახმად ეს შეუძლებელია. ადიდასს მხოლოდ სპონსორობა შეუძლია „იუვენტუსში“ გვარდიოლას დანიშვნის შემთხვევაში. ანიელიმ კი შესაძლოა გვარდიოლას „სიტიდან“ გათავისუფლების შესახებ კომპენსაციაც გაიღოს. „იუვენტუსის“ ფანები ტურინში და მის მიღმა ელოდებიან გვარდიოლასა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის გაფორმებას, რომელიც მას შემდეგ გააქტიურდება, რაც გვარდიოლა „სიტისგან“ გათავისუფლდება.

ანიელის შეუძლია გვარდიოლას რამდენიმე დღე დაელოდოს, მაგრამ არსებობს სათადარიგო გეგმაც, თუმცა B გეგმა არაა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. თუ გვარდიოლა „იუვეს“ თავკაცი ვერ გახდება, მაშინ შესაძლოა ეს ადგილი მასიმო კარერამ დაიკავოს, რომელიც ანტონიო კონტეს შტაბში მუშაობდა, ბოლო დროს კი რუსეთშია დასაქმებული.

რაც შეეხება სარის, მისი გაფორმება მხოლოდ კალიდუ კულიბალის ტრანსფერით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებს აურელიო დე ლაურენტისიც, რომელსაც სარისთან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, იტალიელი ევროპა ლიგის ფინალიდან 12 საათში გათავისუფლებას ელოდა, მაგრამ ეს საკითხი დღემდე ღიაა. უნდა გავიხსენოთ „რომა“ და „მილანიც“, სადაც სარის დაკავშირება შეიძლება. კიდევ ერთი გიჟური სცენარი კი მაურისიო პოჩეტინოს „ტოტენჰემიდან“ წასვლა, რამაც შესაძლოა არგენტინელის მომავალი სწორედ „სიტის“ დაუკავშიროს, ხოლო გვარდიოლა „იუვეს“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …