მთავარი / სიახლეები / “იუვემ” სეზონი ოფიციალურად დაასრულა

“იუვემ” სეზონი ოფიციალურად დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018-2019 წლების სეზონი ოფიციალურად დაასრულა. „ბებერმა სინიორამ“ ბოლო თამაში გენუაში, „სამპდორიასთან“ გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა და დამარცხდა – 0:2.

„სამპდორიამ“ ორივე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა. „იუვე“ კი უკვე დიდი ხანია შვებულებაში იყო გასული და ამ მატჩის წაგებას არაფერი შეუცვლია.

უნდა აღინიშნოს, რომ „იუვემ“ მას მერე, რაც „ფიორენტინასთან“ 20 აპრილს მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონობა გაიფორმა, 5 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მოიგო (3 ფრე, 2 წაგება). ამრიგად, დასრულდა სეზონი და დასრულდა მასიმილიანო ალეგრის მუშაობაც „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ახლა წინ ზაფხულია, რომელიც „იუვენტუსს“ ახალ მწვრთნელსა და სატრანსფერო სიახლეებს მოუტანს.

„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)

გენუა, „ლუიჯი ფერარისი“

„სამპდორია“ (4-3-1-2): რაფაელი; ბერეშინსკი, ფერარი, კოლი, სალა; ბარეტო (ვიეირა 70), პრატი, ლინეტი; რამირესი (კაპრარი 58); კვალიარელა (გაბიადინი 78), დეფრელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

„იუვენტუსი“ (4-4-2): პინსოლიო; კასერესი, რუგანი, კიელინი (ბონუჩი 66), დე შილიო; კუადრადო, ემრე ჯანი (პორტანოვა 59), ბენტანკური, პერეირა (ნიკოლუსი 75); დიბალა, კინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 1:0 დეფრელი (84), 2:0 კაპრარი (90)

გაფრთხილება: რუგანი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 6 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ლუიჯი ნასკა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …