მთავარი / სიახლეები / “იუვემ” “პარმასთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო

“იუვემ” “პარმასთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ „ატალანტასთან“ მარცხის შემდეგ „კონტინასას“ ბაზაზე ვარჯიში განაახლა და „პარმასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ემრე ჯანს, რომელსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწვს და დიდი ალბათობით, შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, გუნდს ბაზაზე ესტუმრა პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვარჯიშს დაესწრო.

„იუვენტუსის“ ვებგვერდი ჯორჯო კიელინის შესახებ ცნობებს არ აქვეყნებს, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, კაპიტნის დაზიანება საშიში არაა და „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს. ჯორჯოს სამედიცინო გამოკვლევა ხვალ ჩუატარდება.

„იუვენტუსისა“ და „პარმას“ შეხვედრა კი 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …