მთავარი / სიახლეები / “იუვემ” მილინკოვიჩ-სავიჩთან შეთანხმებას მიაღწია

“იუვემ” მილინკოვიჩ-სავიჩთან შეთანხმებას მიაღწია

„იუვენტუსი“ უკვე მუშაობს მომდევნო სეზონისთვის და არამხოლოდ მწვრთნელის ფრონტზე. „ბიანკონერიმ“ უკვე დაიწყო ფიქრი გუნდის შემადგენლობის განახლებაზე და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.

ამ შემთხვევაში მწვრთნელზე დალოდებას აზრი არ აქვს, რადგან სერბი ყველა მწვრთნელს მოეწონება. სერგეი მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველადაც დასახელდა. თუ „იუვეს“ სიმონე ინძაგი ჩაიბარებს, პრაქტიკულად იდეალურ წყვილს მივიღებთ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა ფეხბურთელთან პირად შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა „ლაციოსთან“ მორიგების დროა. კლაუდიო ლოტიტოს დაყოლიება კი ადვილი არ იქნება, რადგან შარშან 100 მილიონი ევრო მოითხოვა და ალბათ მადა წელს კიდევ უფრო გაეზრდებოდა.

აქვე გეტყვით, რომ მილინკოვიჩ-სავიჩს „ლაციოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …