#ItsTime

„არასოდეს ვპასუხობ მათ, ვისაც იუვენტუსი სძულს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქმე ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს“

ჯანი ანიელი

„შეგვეძლო მთელი დღე გვეთამაშა და ბურთი არ გაგვეშვა“

მასიმილიანო ალეგრი

„დრო მოვიდა და გამაიღეთ ეხლა . . .  ეს ზუსტად ეხლა მინდა გითხრათ სანამ იმედი გაქვთ ჯერ კიდევ . . .  ეს იუვეა აწი ნუ დაგავიწყდებათ“

ბენჯი

2017 წლის 19 აპრილი 23:42

„საჭირო იყო ეს წაგება და ახლა უკვე ზეიმის დროა . . . წინ კარდიფია და ისე უნდა მოემზადო, როგორც არასდროს“

ბასლა

2017 წლის 29 მაისი 00:06

„დროა!!!“

Habemus Presidente

2017 წლის 3 ივნისი 00:01

1897 წლის შემოდგომაზე დაიწყო და არასოდეს დამთავრდება . . .

არასოდეს დამთავრდება ისტორია . . .

ერთი დიდი სიყვარულის ისტორიაა . . .

სიყვარული, რომელიც 120 წელს ითვლის . . .

სიყვარული რომელიც გამარჯვების სიხარულით შეიქმნა, რომელიც მარცხით გამოწვეული გაბრაზებით გამოიწრთო, რომელიც ხასიათის სიმტკიცით გამშვენდა . . .

ეს იუვენტუსია, ეს La Vecchia Signiora

1996 წლის შემდეგ, როდესაც ჯანლუკა ვიალიმ ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა 21 წელი გავიდა . . .

ამ 21 წლის განმავლობაში იყო ჩემპიონთა ლიგის ოთხი წაგებული ფინალი . . . 12 მოგებული სკუდეტო, აქედან ბოლო ექვსი ზედიზედ და იდეალურად შესრულებული ჯანი ანიელის „იდეალური“ დავალება, 3 მოგებული იტალიის თასი და სამივე ზედიზედ და სამივე ჩემპიონობასთან ერთად – სამჯერ ზედიზედ დუბლი . . .

მწვერვალების დასაპყრობად და მსოფლიო ჰეგემონიისათვის გამზადებული, მომზადებული და აღზრდილი გუნდი, შემეკამათებით? 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იუვენტუსს 8 ფეხბურთელი ყავდა . . .

გუნდის რომელიც უკვე დასჯილი იყო „შეკვეთილი საქმის“ გამო, სასიკვდილოდ განწირული, სანაგვეზე  მოსროლილი, დაშლილი და დანაწევრებული . . .

ბევრი ღიად, უფრო მეტი კი ფარულად ზეიმობდა ჩვენს განადგურებას!

ამ 21 წლის განმავლობაში იყო 2007 წელიც – {B} . . . Asta!  მაშინ როდესაც ისევ გავიმარჯვეთ და ყველას დავანახეთ, ვაგრძნობინეთ, რომ ჩვენი ჩამოწერა ძალიან ადრე მოხდა.

ზუსტად ათი წლის წინ.

ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ წინ დიდი გზა გვედო, მძიმე, ურთულესი, წინააღმდეგობებით სავსე, შეუფერებელი თამაშით, დაკავებული ადგილით, განწყობით, მაგრამ იმედით, რწმენით რომ დადგებოდა ჩვენი დრო . . .

მარტო დაბრუნება არა, ჩვენ გამარჯვება უნდა დაგვებრუნებინა!

#ItsTime To Get It!

#დროა!

დროა დავბრუნდეთ იქ სადაც ჩვენი ადგილია! გავიმარჯვოთ! მოვიგოთ!

ასეთი დრო არის დღეს!

ეს არ არის უბრალოდ 11 ფეხბურთელის გამარჯვება . . .

ეს არ არის უბრალოდ გუნდის გამარჯვება . . .

ეს არ არის უბრალოდ კლუბის გამარჯვება . . .

ეს არის გამარჯვება ყველასათვის, ვინც შექმნა, განავითარა, შეინახა, მოუარა, მოუფრთხილდა, შეიყვარა, შეისისხლხორცა და გააგრძელა თეთრშავი ფერების დიდი სიყვარულის ისტორია . . .

სწორედ ამიტომ, მოგება, რომელიც ჩვენთვის ყველაფერია, იქნება:

ეუგენიო კანფარისათვის, ენრიკო კანფარისათვის, იმ იუვენტინოს მამისათვის ვინც პირველმა შეკერა ვარდისფერი ფორმა, ინგლისელი ჯონ სავაჟისათვის, რომელმაც თავის ნოტინგემელ მეგობარს და ნოთს ქაუნთის გულშემატკივარს ახალი ფორმა შეუკვეთა, ინგლისიდან კი თეთრშავი მაისურები ჩამოვიდა . . .

ედუარდო ანიელისათვის, ჯანი ანიელისათვის, უმბერტო ანიელისათვის, ანდრეა ანიელისათვის, ჯონ ელკანისათვის – დინასტიისათვის, რომელიც ისტორიულია თავისი მნიშვნელობით იუვენტუსის, კალჩოს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიო სპორტის და არა მარტო სპორტის ისტორიაში . . .

კარლო ფავალესათვის, ჯიაკომო პარვოპასუსათვის, ალფრედ დიკისათვის, კარლო ვიტორიო ვარეტისათვის, ატილიო უბერტალისათვის, ჯუზეპე ჰესისათვის, ჯიაკომო არმანოსათვის, ფერნანდო ნიცასათვის, სანდრო ზამბელისათვის, კორადო კორადინისათვის, ჯინო ოლივეტისათვის, ჯიოვანი მაცონისათვის, ემილიო დე ლა ფორესტ დე დივონესათვის, პიეტრო დუსიოსათვის, ენრიკო კრავერისათვის, ნინო კრავეტოსათვის, მარჩელო ჯიუსტინიანისათვის, ვიტორე კატელასათვის, ვიტორიო ლაისოტი დი კიუსანოსათვის, ფრანზო გრანდე სტევენსისათვის, ჯიოვანი კობოლი ჯილისათვის, ჯან-კლოდ ბლანისათვის, ანდრეა ანიელისათვის – პრეზიდენტებისათვის, რომლებიც ქმნიდნენ დიდ იუვენტუსს, რომლებიც ჭედავდნენ დიდი სიყვარულის ისტორიას.

პრეზიდენტი, კაპიტანი, ლეგენდა, ფეხბურთელი – ჯანპიერო ბონიპერტისათვის, რომელიც იუვენტუსის ახალი სტადიონის გახსნაზე სიტყვებით გადმოსცემს თითოეული თეთრშავის სიმბოლოს – Vincere non è importante è l’unica cosa che conta – გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი, გამარჯვება ყველაფერია!

ეს გამარჯვება კი იჭედებოდა ყველგან სადაც იუვენტუსი თამაშობდა და ქმნიდა. სწორედ ამიტომ დღევანდელი გამარჯვება იქნება:

პარკო დელ ვალენტინოსათვის, პარკო ჩიტადელასთვის, პიაცა დ’არმი სტადიუმისათვის, კორსო რე უმბერტოსათვის, კორსო სევასტოპოლის კამპისათვის, კორსო მარსელის კამპისათვის, სტადიო მუსსოლინისათვის, სტადიო კომუნალე ვიტორიო პოცოსათვის, დელე ალპისათვის, ოლიმპიკოსათვის, იუვენტუს სტადიუმისათვის . . .

ყველა იმ კაცისათვის, ქალისათვის, ბავშვისათვის ვისაც 1897 წლიდან ერთხელ მაინც უხილავს თავის თვალით, მოუსმენია თავისი ყურით, უგრძვნია თავის ტანით ის რაც ხდება, რაც ისმის და რაც იქმნება იქ სადაც იუვენტუსი თამაშობს – თამაშობს ე.ი. აზროვნებს, აზროვნებს ე.ი. ქმნის, ქმნის ე.ი. იმარჯვებს!

ახალმა სტადიონმა უკვდავყო ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავისი თავი, ძალა, უნარი, ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა, პროფესიონალიზმი, უნარჩვევები ჩადო იუვენტუსის წარმატებაში. გამორჩეული, განსაკუთრებული იუვენტინოები, რომელთა მაგალითებზე, პიროვნულ თვისებებზე იზრდება დღევანდელი ფეხბურთელების, სპორტსმენების ახალი თაობა.

ეს ადამიანები არიან ჩემპიონები, ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას, დიდი სიყვარულის ისტორიას.

სწორედ ამიტომ დღევანდელი გამარჯვება იქნება სტადიონზე უკვდავყოფილი 50 ვარსკვლავისათვის:

ალესიო ტაკინარდისათვის, ანჯელო დილივიოსათვის, ანჯელო პერცუსათვის, ანტონელო კუკურედოსთვის, ანტონი კაბრინისთვის, ანტონიო კონტესთვის, კარლო ბიგატოსთვის, კარლო პაროლასთვის, ჩირო ფერარასთვის, კლაუდიო ჯენტილესთვის, დავიდ ტრეზეგესთვის, დიდიე დეშამისთვის, დინო ძოფისათვის, ფაბიო კაპელოსთვის, ფაბრიციო რავანელისათის, ფელიჩე ბორელისათვის, ფრანცო კაუზიოსათვის, გაეტანო შირეასათვის, ჯამპიერო ბონიპერტისათვის,   ჯანლუკა პესოტოსათვის, ჯანლუკა ვიალისათვის, ჯუზეპე ფურინოსათვის, ჯონ ჩარლზისათვის, ჯონ ჰანსენისათვის, ლუციდიო სენტიმენტისათვის, ლუის დელ სოლისათვის, მარკო ტარდელისათვის, მაურო კამორანეზისათვის, მიშელ პლატინისათვის, მორენო ტორიჩელისათვის, ომარ სივორისათვის, პაოლო მონტეროსათვის, პაოპო როსისათვის, პაველ ნედვედისათვის, პიეტრო ანასთასისათვის, პიეტრო რავასათვის, რაიმუნდო ორსისათვის, რობერტო ბაჯოსათვის, რობებრტო ბეტეგასათვის, რომეო ბენეტისათვის, სანდრო სალვადორესათვის, სერჯიო ბრიოსათვის, სტეფანო ტაკონისათვის, უმბერტო კალიგარისისათვის, ვირჯინიო როსეტასათვის, ზბიგნევ ბონიეკისათვის.

კიდევ ერთი ვარსკვლავია სტადიონზე და ეს ვარსკვლავი დღეს ჩვენს მოწინააღმდეგეს დამოძღვრავს . . . ეს ვარსკვლავი ზინედინ ზიდანია. ყოველთვის და ყველას წინააღმდეგ მე შენ გიგულშემატკივრებ, შენ ჩემთვის ყოველთვის იქნება იუვენტუსის ლეგენდა და ვარსკვლავი, მაგრამ არასოდეს როცა საქმე იუვენტუს ეხება კომპრომისზე არ და ვერ წავალ . . . ამიტომ ეს გამარჯვება ჩემს გულში და მეხსიერებაში დარჩენილი თეთრშავი ზიზუსათვის იქნება . . .

ეს გამარჯვება იქნება შენთვის – ისტორიის შემქმნელისათვის, სიმბოლოსათვის, თეთრშავი დროშისათვის, ლიდერისათვის სამარადჟამოდ, კაპიტანისათვის სამარადჟამოდ, იუვენტუსის სულისათვის ალესანდრო დელ პიეროსათვის

ეს გამარჯვება იქნება შენთვის – ღირსეული კაპიტნის ღირსეული მემკვიდრისათვის, ყველა დროის, ყველა გუნდის, ყველა ნაკრების უდიდესი, უდიადესი, გენიალური ჯანლუიჯი ბუფონისათვის

ეს გამარჯვება იქნება შენთვის – აღორძინების ეპოქის, იუვენტუსის ოცდამეერთე საუკუნის რენესასნის სულისჩამდგმელისათვის, გუნდის ტვინისათვის, მოაზროვნე იუვენტუსის არქიტექტორისათვის, ფეხბურთის მოცარტისათვის უვარსკვლავოდ დარჩენილი, მაგრამ თითოეული თეთრშავის გულში ამოტვიფრული ვარსკვლავის ანდრეა პირლოსათვის

ეს გამარჯვება განსაკუთრებულია მათთვის ვისაც ერთხელ მაინც თეთრშავ მაისურზე კაპიტნის საპატიო სამკლაური მოურგია და 11 ლომი გაუყვანია მწვანე მინდორზე.

ეს ყველაზე საპატიო, გამორჩეული, განსაკუთრებული მისიაა, გამოცხადებული ნდობაა შენი თანაგუნდელების, შენი კლუბის, ყველა თეთრშავის მიერ. ყველაზე სასიხარულოა, იმიტომ რომ შენ გაქვს უფლება აღმართო გამარჯვებით მოპოვებული ჯილდო. ყველაზე მძიმე, იმიტომ რომ ყველაზე კრიტიკული მომენტში შენ ხარ პირველი, მაგალითი, ნიმუში თავდადების, თავგანწირვის, ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე ბრძოლის. ბრძოლის მხოლოდ გამარჯვებისთვის

შენ ხარ Fino AllaFine!

შენ ხარ პირველი Forza Juventus!

სწორედ ამიტომ ეს გამარჯვება არის: კარლო ბიგატოსათვის, ვირჯინიო რესეტასათვის, ლუის მონტისათვის, მარიო ვარლენისათვის, პიეტრო რავასათვის, კარლო პაროლასათვის, ჯანპიერო ბონიპერტისათვის, ფლავიო ემოლისათვის, ომარ სივორისათვის, ერნესტო კასტანოსათვის, სანდრო სალვადორესათვის, პეტრო ანასტასისათვის, ჯუსეპე ფურინოსათვის, გაეტანო შირეასათვის, ანტონიო კაბრინისათვის, სტეფანო ტაკონისათვის, სერჯიო ბრიოსათვის, რობერტო ბაჯოსათვის, ჯანლუკა ვიალისათვის, ანტონიო კონტესათვის, ალესანდრო დელ პიეროსათვის, ჯანლუიჯი ბუფონისათვის

ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას ვინც თავისი ცოდნა, გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა, ტაქტიკური მონახაზი, სული, გული და გონება მისცა თეთრშავ ზოლებში გამოწყობილ ადამიანებს მწვანე მინდორზე. არ დაიშურა ძალა, ნერვები, ხმის იოგები, ემოციები და მოედნის გასწვრივ ფეხბურთელებზე არა ნაკლები ირბინა, „ბურთი მიიღო, აიღო, ჩააწოდა, დაარტყა და გაიტანა“ . . .

ეს გამარჯვებაა: იენო კაროლისათვის, იოსეფ ვიოლასათვის, უილიამ ატკენისათვის, კარლო კარკანოსათვის, კარლო ბიგატოსათვის, ბენედეტო გოლასათვის, ვირჯინიო როსეტასათვის, უმბერტო კალიგარისათვის, ფედერიკო მუნეტარისათვის, ჯიოვანნი ფერარისათვის, ლუის მონტისათვის, ფელიპე პალასიო ბორელისათვის, რენატო ჩესარინისათვის, უილიამ ჩალმერსისათვის, იესსე კარვერისათვის, ლუიჯი ბერტოლინისათვის, გიორგი საროშისათვის, ალდო ოლივიერისათვის, სანდრო პუპოსათვის, ლიუბიშა ბროშიშისათვის, ტეობალდო დეპერტინისათვის, რენატო ჩესარინისათვის, კარლო პაროლასათვის, გუნარ გრენელ ჯულიუს კოროსტელევისათვის, პაულო ლიმა ამარალისათვის, ერალდო მონზელიოსათვის, ერიბერტო ჰერერასათვის, ლუის გარნილიასათვის, ერკოლე რაბიტისათვის, არმანდო პიკისათვის, ჩესტმირ ვიჩპალეკისათვის, ჯოვანი ტრაპატონისათვის, რინო მარკეზისათვის, დინო ძოფისათვის, ლუიჯი მაიფრედისათვის, მარჩელო ლიპისათვის, კარლო ანჩელოტისათვს, ფაბიო კაპელოსათვის, დიდიე დეშამისათვის, ჯანკარლო კორადინისათვის, კლაუდიო რანიერისათვის, ჩირო ფერარასათვის, ალბერტო ძაკერონისათვის, ლუიჯი დელნერისათვის, ანტონიო კონტესათვის, მასსიმილიანო ალეგრისათვის!

ეს არის გამარჯვება 160 მილიონი თეთრშავი ტიფოზისათვის, რომელიც ერთი დიდი ოჯახია.

დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით გულით, გონებით, გრძნობით ამ გამარჯვებაში

ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ 1985 წელს და როგორც ის გამარჯვება, როგორც 1995 წლის გამარჯვება, ეს გამარჯვებაც იქნება ჰეიზელის 39 თეთრშავისთვის, პირდაპირ სტადიონიდან რომ გაფრინდნენ პირველ იუვენტინოებთან: როკო ჩაერასათვის, ბრუნო ბალისათვის, ალფონს ბოსათვის, ჯანკარლო ბრუჩერასათვის, ანდრეა კასულასათვის, ნინო კერულოსათვის, ვილი კიელენესათვის, ჯუზეპე კონტისათვის, დირკ დაენინკხისათვის, დიონისიო ფაბროსათვის, ჟაკ ფრანსუასათვის, ეუგენიო გალიანოსათვის, ფრანჩესკო გალისათვის, ჯანკარლო გონელისათვის, ალბერტო გუარინისათვის, ჯიოვაკიო ლანდინისათვის, რობერტო ლორენტინისათვის, ბარბარა ლუშჩისათვის, ფრანცო მარტელისათვის, ლორის მესსორესათვის, ჯიანიი მასტროიაჩოსათვის, ლუჩიანო როკკო პაპალუჩასათვის, ლუიგი პიდონესათვის, ბენიტო პისტოლატოსათვის, პატრიკ რადკლიფისათვის, დომენიკო რაგაცისათვის, ანტონიო რაგანეზესათვის, კლოდ რობერტოსათვის, მარიო რონკისათვის, დომენიკო რუსოსათვის, ტარჩიზიო სალვისათვის, ჯიანფრანკო სარტროსათვის, ამედეო ჯუზეპე სპოლარესათვის, მარიო სპანუსათვის, ტარჩზიო ვანტურინისათვის, ჟან მიშელ ვალასათვის, კლაუდიო ზავარონისათვის

ამ გამარჯვებას ქართველი თეთრშავები 23 წუთზე მიულოცავენ შეძახილით კიდევ ერთ ბიანკო ნეროს – ზუკა პიერო კოკაიას!

ეს გამარჯვება არის ალე და რიკის – ალესიო ფერამოსკასა და რიკარდო ნერისათვის, 17 წლის ასაკში, ვარჯიშის შემდეგ რომ შეურთდნენ მიღმიერ იუვენტუსს . . .

ეს გამარჯვება იქნება შენთვის – შეუცვლელო შვიდიანო, დაცვის მარადანოდავ, იმედო, ბურჯო, იუვენტუსის ინტელექტის დაბმბადებელო მოედანზე. ნიმუშო კაცობის, ძმობის, მეგობრობის, გამარჯვების სურვილის და მისი შექმნის – გაეტანო შირეასათვის

უკაპიტნე დღეს ზეციურ იუვენტუს გაეტანო!

ვიგებთ კაპიტანო! თქვენი ხსოვნისათვის ვიგებთ!

ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას ვინც სიამაყით, პატივისცემით, ღირსებით და დიდი სიყვარულით ატარა თეთრშავი ფერები.

ეს ის თეთრშავია რომელიც 1903 წლიდან გახდა ჩვენი ფერები, კანის, გულის, სისხლის, აზრის, გონების, ცხოვრების ფერები, ორი ფერი, ორი კლასიკური ფერი, რომელიც ყველა ფერს აერთიანებს და ყველაფერია ჩვენთვის.

ეს გამარჯვება ჩვენია – la Familia Bianconera – Juventus Club Georgia!

ეს გამარჯვება ჩვენ მოვიტანეთ, ყველასთან ერთად

ეს გამარჯვება ჩვენს გულებში გამოვატარეთ

ეს სიყვარული ჩვენ გავამრავლეთ, „გავათეთრშავეთ“ ვაჟკაცები, „გავავარდისფრეთ“ გოგონები

ეს სიყვარული ოჯახებამდე, მშობლებამდე, შვილებამდე, შვილიშვილებამდე მივიტანეთ

ეს გამარჯვება იქნება ჩემი თეთრშავი ძმებისათვის და ძმებისათვის  – მაქარასთვის, იოსკასთვის, შოშიასათვის, „ჰოლანდიელი“ იკასათვის, დობოსათვის, ნინო გვიმრაძისათვის, საბა შიოშვილისათვის, აბულასათვის, გოგი გაფრინდაშვილისათვის, ანნა ბიანკონერასათვის, დემნასათვის, სარიქასასთვის, ილია ნიკაჭაძისათვის, სემპრე იუვენტინოსათვის, ვასკა ხაჩიძისათვის, ნინი კოპალეშვილისათვის, ჟანა კვარაცხელიასათის, ლადიკასათვის, გიორგი დანელიასათვის, იაკასათვის, ანდღულასათვის, ბარსეგა უფროსისათვის, ბარსეგასათვის, ბარსეგა უმცროსისათვის, ვახო მჭედლიშვილისთვის, დავით ბაიდარაშვილისათვის, ხატია დავლიძისათვის, ზუკასათვის, გიროგი ჩუბინიძისათვის, ლოლი იუვენტინა ჩართოლანისათვის, თორნიკე სარსევნაიძისათვის, ანდრეი რეზნიკოვისათვის, მერკესათვის, გიორგი ხატელიშვილისათვის, დათი იუვენტინოსათვის, გიორგი ყუფარაძისათვის, იუვენტუს სამუაშვილისათვის, ლაშა გუგეშაშვილისათვის, კახა მაჩიტიძისათვის, ზურა კუკულაძისათვის, ქობულასათვის, ლიკას ჭანტურიასათვის, ილია ქილიფთარისათვის, ნინი იუვენტინასათვის, ირაკლი წერეთელისათვის, იკა მეგისათვის, ლუკა ჭელიძისათვის, ბადრი ფეიზიშვილისათვის, დადუ ხაჩიძისათვის, ლა ბასათვის, ნატალია აგამისათვის, ალექსანდრე მამულაშვილისათვის, ფუად ფუადისათვის, ნიკა გვენეტაძისათვის, გიორგი ცაავასათვის, გივი ახვლედიანისათვის, ეკა ახვლედიანისათვის, გიორგი აგიკიანისათვის, გიორგი გულორდავასათვის, მარიამ მეტიაშვილისათვის, ნანა კუზმენკოსათვის, ჯიმი სიხარულიძისათვის, მათე დიდიასათვის, გიორგი შოშიაშვილისათვის, გარი ბიანისათვის, ნიკანდრო ბეჟანიძისათვის, ლადო ნონიკაშვილისათვის, მიშა ჯორბენაძისათვის, კახა კუჭავასათვის, გაგა ნახუცრიშვილისათვის,  გიორგი ხელაძისათვის, ანი უჯმაჯურიძისათვის, ჭაბუკა თურმანიძისათვის, თამარ ახალაისათვის, კობა ჭალისურისათვის, დავით ჯიშკარიანისათვის,  გიორგი ბუფონისათვის, რეზო რობაქიძისათვის, ონა ქურდოვანიძისათვის, ზურა სამსონიძისათვის, ირაკლი კიკვაძისათვის, გიორგი ნეფარიძისათვის, მიხეილ გოგლიძისათვის, ვაკო აფხაზავასათვის, ზაზა მურადაშვილისათვის, ალექს სულუხიათვის, ვახო სანიასათვის, ვლადიმერ ქალიაშვილისათვის, კახი მჭედლიშვილისათვის, ზაზა კიწმარეიშვილისათვის, შაკო ძნელაძისათვის, დავით გოგუასათვის, შაკო ვეზირიშვილისათვის, ოქრო ჩხიკვაძსათვის, მარიამ მესტიაშვილისათვის, ანა შვანგირაძისათვის, ირინა კურცხალიძისათვის,   ელენე ადეიშვილისათვის, ქეთი ჭინჭარაულისათვის,  თამარა ახალაიასათვის, ალექსანდრე მამულაშვილისათვის, გიორგი ჩუბინიძე, ავთო თალაკვაძისათის, ზაზა ლაშხისათვის, ვახო მჭედლიშვილისათვის, ანა სულაბერიძისათვის, ზურაბ ქოქოსაძისათვის, სოლომონ გოგაშვილისათვის, ოთარ სვანიძისათვის, პეტრე ნებიერიძისათვის, ნანა კუზმენკოსათვის, ნინო ჯოლოგუასათვის, ბადრი ფეიზიშვილისათვის, გიორგი ქასრაშვილისათვის, გიორგი ხატელაშვილისათვის, ანა ქველაძისათვის, გიორგი ებანოიძისათვის, ნანუკა ბანეთიშვილისათვის, მათე დიდიასათვის, სალომე შარაბიძისათვის, გიორგი ადეიშვილისათვის, დიტო ჭანტურიასათვის, გიორგი კუპრაძისათვის, შაქრო გრძელიშვილისათვის, ლაშა გუგეშაშვილისათვის, გიორგი შერმადინისათვის, ლაშა ჩარკვიანისათვის, გივი ახვლედიანისათვის, ბექა კიკილაშვილისათვის, ანდრო რეზნიკოვისათვის, დავიდ ბაიდარაშვილისათვის, ირაკლი მიქელაძისათვის, შოთიკო ნადირაშვილისათვის, ანასტასია ბალავაძისათვის, გურამ სამუნაშვილისათვის, აკაკი მინაშვილისათვის, ლაშა ლომჯარიასათვის, გიორგი დანელიასათვის, ბექა ბარდაძისათვის,  ლადო ნონიკაშვილისათვის, სემპრე იუვენტინოსათვის, ალექსანდრე ქოროღლიშვილისათვის, გიორგი ტუღუშისათვის, გიო ტერაშვილისათვის, ვერო ბარამიძისათვის, გიორგი გორგიაშვილისათვის, ილია ქილიფთარისათვის, ლუკა ჭელიძისათვის, ლაბასათვის, ზუკასათვის, დადუ ხაჩიძისათვის, ნატალია აგამისათვის, ნიკა გვენეტაძისათვის, გოგა აგიკიანისათვის, გიორგი გულორდავასათვის, ჯიმი სიხარულიძისათვის, ზაური კეკელიძისათვის, ზაზა ტუღუშისათვის, გიორგი გულბანისათვის, ზაზა ჯაფარიძისათვის, ანა ბლაზისათვის, ლიკა ჭყონიასათვის, ბოკო იუვესათვის, გიორგი შოშიაშვილისათვის, მიშა ჯორბენაძისათვის, ბექა ონიანისათვის, გიო კუნჭულიასათვის, ზურა ფირცხალაიშვილისათვის, დათი იუვენტინოსათვის, აკო კილასონიასათვის, ბუფონ ბენდელიანისათვის, ბაჩანა თედორაძისათვის, მალხაზ ფხაკაძისათვის, იკა ცანცისათვის, ნინო გაბედავასათვის, ბაქარი ახობაძისათვის, შაკო დავითულიანისათვის, გიორგი რურიასათვის, გიორგი ჭეიშვილისათვის, მაი აშრაფისათვის, თორნიკე ბესელიასათვის, ნინა შილინასათვის, მარიამ როინიშვილისათვის, შოთა ბახტურიძესათვის, დავ ბეთსათვის, ბესო დევაძისათვის, ლავრიკ ნადარეიშვილისათვის, ივერი თურმანიძისათვის, ირაკლი მარუქაშვილისათვის, დავით გრძელიშვილისათვის, ივიკო ჯორჯიკიასათვის, შაკო ციბაძისათვის, თემო საჯაიასათვის, ლიკა სასწრაფოშვილისათვის, საბა ხაინდრავასათვის, ანა ტრედიჩისათვის, რამაზ მუფთიშვილისათვის, გიო თამაზაშვილისათვის, დათოსათვის, გიორგი კვინიკაძისათვის, ლაშა ჯალიაშვილისათვის, ზუკა კბილაძისათვის, მანანა კაპეტივაძისათვის, გიორგი ებანოიძისათის, გიორგი ჯაჭვაძისათვის, ვეკია სინიორასათვის, ლევან კარელიძისათვის, ლაშა ძოწენიძისათვის, გიო მამალაძისათვის, დავიდ ჩიხლაძისათვის, გიორგი ჯმუხაძისათვის, დავით გვენეტაძისათვის, თემურ აბაშიძისათვის, ლაშა ტყეშელაშვილისათვის, მარიამ ფოფხაძსათვის, ტონი ვაჭარაძსათვის, ირაკლი ჭოროლაშვილისათვის, ნიკუშა კობახიძისათვის, ეკატერინე დანელიასათვის, აჩიკო მიტიჩაშვილისათვის, გიორგი მახარაძისათვის, კობა იდუკაშვილისათვის, პატი ჯორბენაძისათვის, ირასათვის, ნინო გოგალაძისათვის, კახა ჯაჯანაშვილისათვის, დათო თანიაშვილისათვის, ანანია გაჩეჩილაძისათვის, კოსტა მაჭავარიანისათვის, ზაზა ჯაფარიძისათვის, ლევანი უჩუმბეგაშვილისათვის გვანცა სუთიძისათვის, გიორგი დათიაშვილისათვის, თეკო მეზვრიშვილისათვის, დავით ფაღავასათვის, ანდრეა პიპოსათვის, ბენჯისათვის, ვახო სანაიასთვის, სალო ბაკურაძისათვის, თათია მელაძისათვის, ჩემი ფარტელოსათვის – ჩემი ბასლასთვის, ჩემი ხატიასათვის . . .

აბელ, არქიფო, ბელადი, უზურპატორი, დიქტატორი, პრეზიდენტი, Habemus Presidente-სისათვის . . .

La Vecchia Signiora mia ეს გამარჯვება ყველაზე მეტად მომავლისაა, ხვალინდელი დღის, ვისთვისაც სიყვარულის ისტორია ახლა იწერება, ახლა იქმნება, ვინც პირველად ეზიარება თეთრშავს, რომ შემდეგ გამარჯვებაში, განსაცდელში, სიხარულში, სიხარულის ცრემლებში შენთან ერთად იყოს . . .

ეს გამარჯვება ჩვენი შვილებისთვისაა: ლიკასათვის, ალექსანდრესათვის, მიხოსათვის, სოფიასათვის, დანიელისათვის დედიკოსთან ერთად რომ არის ახლა განუყრელად და მასთან ერთად რომ იზეიმებს გამარჯვებას, ერეკლესათვის, ნიკოლოზისათვის, ქეთევანისათვის, გეგისათვის, დათისათვის, ანდრიასათვის, ანდრისათვის, ელენესათვის, საბასათვის, ელენესათვის, გაბრიელისათვის, ლიზისათვის, ნინსათვის,ლუკასათვის, ნინიასათვის, იოანესათვის, ანასტასიასათვის, ილიასათვის, ხატიასათვის, თამარისათვის, სებასტიანისათვის, ნიკასათვის, (ალე)სანდროსათვის, დადუსათვის, დემესათვის, ანასტასიასათვის, ნინისათვის, დაჩისათვის, დათასთვის, ანასთვის, ნატალიასთვის, თომასათვის, დურსუნასათვის, ელენესათვის, ლიზისათვის, თემოსათვის, გიორგისათვის, თემურისათვის, ანასტასიასათვის, ნინისათვის, სანტინოსათვის, ბასლანუშასათვის, მარიამისათვის, კესარიასთვის, სოფიოსთვის, იონესათვის, გიორგისათვის, ანდრიასათვის, მარიამისათვის, ნუშასთვის

ორ სიტყვას გეტყვი კიდევ სინიორა, ჩემზე გეტყვი

1978 წლიდან შენი მე თეთრშავი ვარ, 8 წლის ვიყავი მაშინ

ფეხბურთი დათო ყიფიანის და ტუხა ქორიძის გამო შემიყვარდა

ფეხბურთი 76 წლიდან მახსოვს, მანამდე წიგნებით ვიცი

შენი ბიჭები პირველად არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახე პაპა დინო, ბობი ბეტეგა . . . მერე მიშელ პლატინის ეპოქა დადგა . . .  არის ჩემი შენდამი სიყვარულში რაღაც ამოუხსნელი, თან ქართული და თან ფრანგული სურნელის მატარებელი, არ არის ახლა ამ სენტიმენტების დრო . . .

ორი ფინალი წავაგე შენთან ერთად სტადიონზე

პირველად 2003-ში, მაშინ გიორგი 8 წლის იყოს. იტირა. მეორე დღეს ნამტირალევი თვალებით სკოლაში წასვლა შერცხვა.

ანდრიამ დედას ერთად იყო, ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა და დედასთან ერთად ნერვიულობდა. მახსოვს ჯერ კიდევ ოლდ ტრაფორდის ტრიბუნაზე ვიდექი, როცა სახლში დავრეკე და ხატიამ გამამხნევა . . .

მაშინ არ ვიცოდი, რომ ზუსტად 12 წლის მერე მე მომიწევდა ანდრიას გამხნევება, რომელიც უკვე სტადიონზე იყო ჩემთან ერთად და ცრემლებს ვერ იკავებდა წაგებისგან გამოწვეულს. ანდრიას ცრემლებზე გული ჩამწყდა, ჩემი ცრემლი თვალზე შევიშრე და შვილის გასამხნევებლად ძალა მოვიკრიბე, გიორგი თბილისში იყო თეთრშავ ოჯახში და დანა პირს არ უხსნიდა.

ბევრჯერ გითხარი ჩუმად და ახლა კიდევ გაგიმეორებ – მე არასოდეს აღარ წავალ ფინალზე როცა შენ ითამაშებ ფინალს . . . არც იმ ქალაქში არ წავალ სადაც ფინალი იქნება . . . აღარასოდეს!

როცა გინდა მოიგოს, შენც უნდა იყო მზად გასცე და გასცე იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლია . . . მე კი უშენოდ არ შემიძლია

დაგეკითხე და შენგან ნება დართული დღეს ჩვენს ქალაქში ვიქნები იქ ვიზეიმებ მოწყურებულ გამარჯვებას, ხვალ კაზელეს აეროპორტში დაგელოდები და მერე ტურინის ქუჩებში შენთან ერთად ვივლი, ვიყვირებ, მოგეფერები და ვიზეიმებ

გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც შვიდი საათი

თამაშს იგებენ თამაშამდე

თამაშს იგებენ გასახდელიდან გამოსვლის დროს თვალებში რომ ჩახედავენ მოწინააღმდეგეს

დღეს ჩვენ ყველანი ერთად ჩავხედავთ თვალებში ჩვენს მოწინააღმდეგეს თვალებში და მათ იციან ეს, იმიტომ რომ დღეს იუვენტუსის დღეა!

#დროა

11 კაცი მოგებას როგორც სპექტაკლს ისე შეასრულებს არენაზე

ვიგებთ ყველანი ერთად 160 მილიონი კაცი

გავიმარჯვებთ! მოვიგებთ! E {B} . . . Asta!

იუვენტუსი გაიმარჯვებს!

და იუვენტუსი  ვართ ჩვენ!

Ti Amo Vecchia Signora Mia

მიხეილ ჭკუასელი

თბილისი – ტურინი

1-3 ივნისი, 2017 წელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *