მთავარი / ევრო 2016 / იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ესპანეთთან მერვედფინალური მატჩი (2:0) “სკუადრა აძურასთვის” ბებერი კონტინენტის არსებობის განმავლობაში მე-19 გამოდგა, რომელშიც გოლი არ გაუშვა და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე ტურნირზე კი აპენინელებმა 4 მატჩიდან სამჯერ მოახერხეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. ბოლოს ასეთი შედეგი იტალიამ ევროფორუმზე 2000 წელს აჩვენა, როდესაც ასევე სამ შეხვედრაში მეტოქეებს გოლი არ გაატანინა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს საშუალოდ, გაჩემპიონება ერთადერთხელ მოახერხა, შორეულ 1968 წელს და 48 წელიწადია კონტინენტის უძლიერესი გუნდის სახელის მოპოვებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, “აძურამ” ორჯერ ფინალი წააგო.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტემ თავის მოთამაშეებს თხოვა თავი არ დაეზოგათ, ეთამაშათ მთელი გულით, განსაკუთრებულად და ფეხბურთელებმაც იმედები არ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *