მთავარი / ევრო 2016 / იტალიამ გენერალური რეპეტიცია წარმატებით დაასრულა | მატჩის ფოტო მიმოხილვა

იტალიამ გენერალური რეპეტიცია წარმატებით დაასრულა | მატჩის ფოტო მიმოხილვა

იტალიის ნაკრების თავკაცმა ანტონიო კონტემ სრულად გამოიყენა რეგლამენტით შესაძლებელი ექვსი ცვლილება და “სკუადრა აძურამ” ამხანაგურ თამაშში ფინეთი დაამარცხა.

ვერონაში იტალიის ნაკრები საკუთარ გულშემატკივარს დაემშვიდობა, გენერალური რეპეტიცია წარმატებული გამოდგა – “სკუადრა აძურამ” 2:0 დაამარცხა ფინეთის ნაკრები. ანგარიში ანტონიო კანდრევამ გახსნა პირველ ტაიმში, როცა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შესული დანიელე დე როსის ანგარიშზეა.

ის სულ 6 წუთის გამოსული იყო მოედანზე, როცა ნაკრებში თავისი მე-18 გოლი შეაგდო. “აძურაში” ახლა ამაზე მეტი გოლი არც ერთ ფეხბურთელს არა აქვს გატანილი. ანტონიო კონტემ უპირატესობა 3-5-2 სქემას მიანიჭა, ფლანგებზე კი კანდრევა და სტეფან ელ შაარავი განალაგა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი სიმონე ძაძა იყო, რომელიც მუდმივად აწუხებდა ფინალთა დაცვას და მეკარეს. იტალიის ნაკრები ევროკამპანიას 13 ივნისს ბელგიასთან მატჩით იწყებს. ეს ევრო 2016-ის პირველი ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა.

“ჩვენ მეორე ამხანაგური მატჩი მოვიგეთ. ახლა კი ერთი კვირა გვაქვს რაღაც ნიუანსების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ტემპის მოსამატებლად, ასევე, დასამუშავებელი გვაქვს, რამდენიმე ტაქტიკური სქემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იტალიის ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ასევე კარგი ადამიანებია. ხანმოკლე ტურნირებში, როგორიც ევრო 2016-ია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ და გუნდში სასიამოვნო ატმოსფერო იყოს. მე ეს მსიამოვნებს”. განაცხადა იტალიელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ.

მატჩის შემდეგ მეკარე სალვატორე სირიგუმ, რომელმაც კარი მშრალად შეინახა, განაცხადა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რატომ ათამაშა მწრთვნელმა ის და სკამზე რატომ დასვა ჯანლუიჯი ბუფონი.

წყარო: sportall.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

კონტე დილემის წინაშე დადგა

კონტე დილემის წინაშე დადგა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ იტალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები მოეძალა. როგორც იტალიური მედია წერს, გერმანისთან …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *