მთავარი / ევრო 2016 / იოაჰიმ ლიოვი: იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა
იოაჰიმ ლიოვი: იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა

იოაჰიმ ლიოვი: იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველაზე გამორჩეული გერმანია-იტალიის წყვილია. ამ მატჩთან დაკავშირებით “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ისაუბრა და მისი თქმით, იტალიის ნაკრებმა ფეხბურთში ახალი სტილი შემოიტანა.

“იტალიის თამაში მხოლოდ კატენაჩო არაა, ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მან კარგად იცის, რომ მხოლოდ კატენაჩოთი ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნაკრებმა ახალი სათამაშო სტილი დანერგა. ესპანეთმა “სკუადრა აძურას” ვერ შეუტია, იტალიამ კი პირიქით.

დღევანდელი იტალიის ნაკრები ბევრად ძლიერია, ვიდრე 2008, 2010 და 2012 წლებში იყო, თუმცა გერმანიისთვის იტალია დაუმარცხებელი მეტოქე არაა”, – განაცხადა ლიოვმა.

გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა საინტერესო მეოთხედფინალური მატჩი 2 ივლისს, ბორდოში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტემ თავის მოთამაშეებს თხოვა თავი არ დაეზოგათ, ეთამაშათ მთელი გულით, განსაკუთრებულად და ფეხბურთელებმაც იმედები არ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *