მთავარი / სიახლეები / ინიესტა “იუვენტუსში”: ბეპე მაროტას ამბიციური ჩანაფიქრი
ინიესტა "იუვენტუსში": ბეპე მაროტას ამბიციური ჩანაფიქრი

ინიესტა “იუვენტუსში”: ბეპე მაროტას ამბიციური ჩანაფიქრი

სერია ა-ს და განსაკუთრებით “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის, ბეპე მაროტა იმ ავტორიტეტულ ფიგურად ითვლება, რომელსაც სატრანსფერო აქტივობა ხელოვნების დონეზე ჰყავს აყვანილი.

ბიანკონერის დირექტორმა, არა მხოლოდ ის გუნდი შექმნა, რომელიც უკანასკნელი დეკადის მანძილზე იტალიური ფეხბურთის ფლაგმანად მოგვევლინა, არამედ სპეციფიური სატრანსფერო პოლიტიკა შეიმუშავა.

მაროტას სახელს არაერთი გახმაურებული ტრანსფერი უკავშირდება, ასევე ისეთი ვარსკვლავების მიყვანა, რომელთაც კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ ტურინულ გრანდს.

ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, სამი ხედირა და დანი ალვეში – სწორედ ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ “იუვენტუსს”, რომელმა მათგანმა არ გაიბრწყინა? მაგრამ ბეპე მაროტა, კარიერის მანძილზე მთავარ გახმაურებულ ტრანსფერს ამზადებს. Calciomercato-ს მტკიცებით, ბიანკონერის დირექტორს ანდრეს ინიესტას ხილვა სურს საკუთარ კლუბში.

ინიესტას მიმართ დაინტერესებას “იუვენტუსი” ყოველთვის იჩენდა. მომავალ წელს ვეტერან ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება, ბლაუგრანასთან კი მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა. მიუხედავად ინიესტას სურვილისა, კიდევ დიდხას ითამაშოს კატალონიელთა მაისურით, იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ბეპე მაროტა ბიანკონერის დიდი ხნის ოცნებას აასრულებს და ინიესტას “იუვენტუსის” მაისურს მოარგებს.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …