მთავარი / სიახლეები / გონსალო იგუაინი ლეონარდო ბონუჩის გადაემტერა

გონსალო იგუაინი ლეონარდო ბონუჩის გადაემტერა

გონსალო იგუაინს სჯერა, რომ ბიანკონერი მომავალ სეზონშიც შეძლებს წარმატების მიღწევას და სკუდეტოს მოპოვებას, ლეონარდო ბონუჩის კი დაპირდა, რომ გოლს აუცილებლად გაუტანს.

ამერიკული ტურნეს დროს, არგენტინელი ვარსკვლავი რეპორტიორებს ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერზე და მომავალი სეზონის მოლოდინზე ესაუბრა. გონსალო იგუაინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები გაძლიერდნენ “იუვენტუსი” კვლავ ფავორიტია.

“მრავალი წლის მანძილზე ლეონარდო ბიანკონერის რიგებს იცავდა, მაგრამ ახლა მტრის ბანაკში გადაბარგდა. მისი წასვლის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძლიერები ვართ, გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ბონუჩის დანაკლისს არ გვაგრძნობინებენ.”
“საკუთარი თავის მთავარი მოწინააღმდეგები პირველ რიგში თავად ვართ. ყოველ წელს სხვა გუნდებზე საუბრობენ, მაგრამ სეზონი ყოველთვის “იუვენტუსის” ჩემპიონობით სრულდება. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, რადგან კონკურენტები საგრძნობლად გაძლიერდნენ, საინტერესო სეზონი იქნება.”

“ლეონარდო ბონუჩის “მილანის” რიგებში პირველი ტიტულის მოპოვება სწყურია. ჩვენ კი მე-7 ტიტულისათვის ვიბრძოლებთ მის გარეშე. როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშებ, აუცილებლად გავუტან.” – აღნიშნა იგუაინმა.

წყარო: sarbieli.ge
გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …