მთავარი / სიახლეები / განსხვავებული სტარტის მიუხედავად მინიმუმ იგივე შედეგს ველით!

განსხვავებული სტარტის მიუხედავად მინიმუმ იგივე შედეგს ველით!

საზაფხულო შესვენება არ ყოფილა მოსაწყენი პოგბას დაუსრულებელ საგას თუ არ ჩავთვლით! ჯერ იყო ევროპის ჩემპიონატი სადაც იტალიის ნაკრებს ვქომაგობდით, რომელთა ასპარეზობაც ტონი კონტეს მეთაურობით ასე თუ ისე წარმატებულად შეიძლება შეფასდეს! შემდეგ იყო რიოს ოლიმპიადა სადაც ქართველ ათლეტებს მთელი გულით ვგულშემატკივრობდით, ასევე იუვეს სპარინგ მატჩების ყურებით ვკლავდით დროს და ისე მიილია საზაფხულო შესვენება და დაიწყო ახალი სეზონი ვერც კი შევიტყეთ!

ეხლა კი განვიხილავ დღევანდელ მატჩს რომელიც ყველამ თავიდანვე ვიცოდით რომ ადვილი არ იქნებოდა! ფლორენციელებს ბევრჯერ გაუწბილებივართ გვახსოვს წინა სეზონებში მათთან დაკარგული ქულები! მე პირველ რიგში ის მატჩი მახსენდება სადაც ორ ბურთიანი უპირატესობა გვქონდა მაგრამ მატჩი 4-2 დავთმეთ! ამიტომაც ვიცოდი რომ იოლ 3 ქულას ვერ ჩავიწერდით აქტივში!

მატჩის დასაწყისშივე მოგვეცა დაწინაურების შანსი მაგრამ ჩვენმა გერმანელმა ლეგიონერმა თავი ვერ გამოიჩინა მატჩის დასაწყისშივე! იუვენტუსი ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და ბურთის გორება დაიწყო! იმ პერიოდისთვის ნათელი წერტილი დიბალა ჩანდა რომელიც მარტო ცდილობდა რაღაცის შექმნას მაგრამ ბევრი არაფერი ხდებოდა საინტერესო! ნახევარდაცვა კრიტიკას ვერ უძლედა! მომინდა რომ ასამოა არ ყოფილიყო იუვეს ფეხბურთელი! თუმცა მან თამაშის მეორე ტაიმში ცოტა გამოასწორა საბედნიეროდ! ძაან ნასიამოვნები დავრჩი ლემინას 2 შორეული დარტყმით რომელებიც მეკარემ მოიგერია! ხედირა? ვფიქრობ მას ამ თამაშში ჰეთთრიკის დადება შეეძლო!

როგორც იქნა იუვემ გაიტანა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა იუვე კვლავ განაგრძობდა ბურთის კონტროლს მაგრამ… მეორე ტაიმის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ფლორენციული მანქანა ამოქმედდა და უპირატესობასაც დაეუფლა! ამავდროულად რეჟისორები განუწყვეტლივ გვიჩვენებდნენ პიპიტას! თუ როგორ ხურდება ან როგორ მიირთმევს წყალს… ძალიან ხშირად ვხედავდით მას ახლო კადრით! თითქოს ამით ალეგრის მიანიშნებდა რეჟისორები რომ ჰეი შენ ტოსკანელო დაგავიწყდა რომ ამ ადამიანში იუვემ 90 მილიონი გადაიხადა? რა უნდა მას აქ? რატომ არაა მოედანზე?

ფლორენციელების აქტიურობას კუთხური მოყვა… იების პირველი კუთხური მატჩში… შორეულ კუთხეში ჩაწოდება, კალინიჩის ნახტომი და ალექს სანდრო ვერაფერს ახერხებს… ბურთი ბადეშია… ანგარიში თანაბარია და იუვეს სულ რაღაც 20 წუთი აქვს მატჩის მოსაგებად! შემოდის იგუაინი და რამოდენიმე წუთში ხედირას გაცუდებულს გოლად აქცევს! დებიუტი და გოლი! ისიც უნდა აღინიშნოს რომ მან ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა  და ჩემი სუბიექტური აზრია მხოლოდ რომ პიპიტას ადგილზე მანჯუკიჩი რომ ყოფილიყო ის ვერ გაიტანდა! იგუს დუბლის შანსიც ქონდა თუმცა ვერ მიწვდა სამწუხაროდ მასზე ჩაწოდებულ ბურთს!

არ დაგვავიწყდეს კიდე ერთი დებიუტი შედგა იუვე არენაზე დღეს! რათქმაუნდა ბრაზილიელი დანი ალვეში… ფლანგები ბრაზილიური გვყავს სანდრო ალვეშის სახით მაგრამ აღფრთოვანებული სამწუხაროდ მათი თამაშით არ დავრჩენილვარ! დანის არაუშავდა რასაც ვერ ვიტყვით სანდროზე პირველი ტაიმში საგოლე მომენტი გააცუდა გაშვებული გოლიც მის სინდისზეა ძალიან ბევრჯერ დაკარგა! კიდე კარგი არგენტინელმა შეაგდო თორემ ტოსკანელს ვერ გადაურჩებოდა გასახდელში!

ასე თუ ისე მოვიგეთ! არ ვიცი ჩვენ ვიყავით კარგები თუ იები იყვნენ ძაან სუსტები! ალბათ ცოტ-ცოტა ორივე იყო მაგრამ მთავარი სამი ქულაა და სეზონის პოზიტივით დაწყება! ფორცა იუვეეეეე!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *