მთავარი / ბლოგი / გამარჯვების ნება, იტალია, რომელიც გვიყვარს

გამარჯვების ნება, იტალია, რომელიც გვიყვარს

ისტორიას ყოველთვის ახსოვს გამარჯვებულები. მაგრამ ზოგჯერ ფინალში დამარცხებულებსაც შეიძლება უმღერო სიმღერები და ადიდო ისინი, ვინც ბოლომდე იბრძოდა მოედანზე. ევრო 2000-ის „სკუადრა აძურა“ სწორედ ასეთი გუნდია.

იტალიამ თავისუფლად დაამარცხა რუმინეთი 1/4 ფინალში. მოთამაშეებმა კარპატის მთებიდან თმები ყვითლად შეიღებეს, მაგრამ ვერც ამან და ვერც ძირითად შემადგენლობაში გეორგე ჰაჯის ყოფნამ ვერ უშველა მათ. „სკუადრა აძურას“ ფინალში ჰოლანდიელები ელოდნენ!

ბუკმეკერები უპირატესობას ანიჭებდნენ მასპინძლებს. ევროპულ პრესაში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ფინალში იხილავდნენ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონებს ფრანგებს და ჰოლანდილებს.

უნდა ითქვას, რომ „ნარინჯისფრებიც“ არ მოხვედრილან ფინალში უპრობლემოდ, მიუხედავად მეოთხედფინალში იუგოსლავიასთან გამარჯვებისა ანგარიშით 6:1. გავიხსენოთ მატჩი ჩეხეთის წინააღმდეგ, რომელიც დამსახურებულად მოიგეს მასპინძლებმა იტალიელი რეფერის, კოლინას, შეცდომის წყალობით. ვინ იცის, ასე რომ არა, როგორი იქნებოდა ჩემპიონატის ბედი.

ტურნირში იტალიამ დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა თურქეთთან, სადაც არაჩვეულებრივი გოლი ვარდნაში გაიტანა ანტონიო კონტემ, იმ დროის „სკუადრა აძურას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ჯგუფურ ეტაპზე მალდინის გუნდმა დაამარცხა ბელგიელები.

მესამე თამაში პირობითი მნიშვნელობის იყო. შვედებმა 13 კუთხური ჩააწოდეს თამაშის პირველ ნახევარ საათში. იტალიამ მხოლოდ ერთით უპასუხა და გაიტანა კიდეც. მეორე ტაიმში ლარსონმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძოფის გუნდს ჰყავდა დელ პიერო, რომელმაც ლამაზი დარტყმით საჯარიმოს ხაზიდან თავის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ჰოლანდიამ და იტალიამ იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ფრანგებს შეხვდებოდნენ, რომლებმაც ძლიერ ორთაბრძოლაში მოიპოვეს ფინალის საგზური, მათ პორტუგალია დაამარცხეს. თამაშს არ ჩაუვლია სადავო გადაწყვეტილებების გარეშე. კონკრეტულად ეს შეეხებოდა პენალტის დანიშნვნის ეპიზოდს. აბელ შავიერმა ხელით ითამაშა, ხოლო ბენკეს, რომელიც მსაჯობდა იმ თამაშზე, მხოლოდ მიზეზი სჭირდებოდა. ფორმალურად იყო პენალტი, მაგრამ თუ სამართლიანად ვიმსჯელებთ, წერტილის დასმა ასეთ ეპიზოდზე, საეჭვოა.

უკვე მაშინ იყო გასაგები, რომელი გუნდების ნახვა სურდათ ფინალში დაინტერესებულ პირებს. ხოლო ჰოლანდია-საფრანგეთის თამაში მხოლოდ რეპეტიცია იყო მომავალი მთავარი მოქმედებისა.

იტალიამ საფინალო თამაშამდე დაკარგა კონტე. „გრაფი“ შეცვალა მცველმა მარკ იულიანომ. შეტევაში სინიორ დინომ უპირატესობა მიანიჭა „იუვენტუსის“ თვდამსხმელებს“ დელ პიეროსა და ინძაგის. ტოტი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. შემადგენლობა ასეთი იყო: ნესტა, კანავარო, ძამბროტა, ალბერტინი, ფიორე, ტოლდო, რომელიც ბუფონის ტრამვის გამო ძირითადი მეკარე იყო ევროზე. ჰოლანდიელებმა პირველსავე წუთებზე შეავიწროვეს იტალიელები. სტუმრებმა ვერაფრით შეძლეს თამაშში ორიენტირება. „აძურას“ მოთამაშეები ვერ ეწეოდნენ “ნარინჯისფრებს“. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ზენდენი შეეცადა გაქცეოდა ძამბროტას. იტალიელებს არაფერი დარჩენოდათ, თუ არა უხეში თამაში. საბოლოოდ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ჯანლუკამ და გუნდი 10 მოთამაშით დარჩა.

სამი წუთის შემდეგ მერკმა წერტილი დასვა.. მაგრამ პენალტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გოლს. ტოლდომ თავისი საქმე საუკეთესოდ შეასრულა. საბოლოოდ შესვენებაზე გავიდნენ ანგარიშით 0:0.

არ ვიცი, რა ელაპარაკა ძოფმა ფეხბურთელებს გასახდელში, ან იქნებ სიტყვებს არც კი ჰქონდა აზრი, მაგრამ მეორე ტაიმზე ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ როგორც ჯარისკაცები, რომლებიც მზად იყვნენ მოეკლათ.

ჰოლანდიელები მთელი ტაიმის განმავლობაში ვერაფრით ვერ გასცდნენ მალდინის, კანავაროს, ნესტასა და იულიანოს მიერ აღმართულ კედელს. გუნდი დალაგებული თამაშობდა, ყველამ იცოდა თავისი დავალება. ისევ რიგითი სადაო მომენტმა იულიანოსა და დავიდს შორის დაამსხვრია იტალიელების გეგმები.

კიდევ ერთი პენალტი. მარკუს ბენკემ, როგორც ერთი დღით ადრე ბენკემ, სიამოვნებით დასვა წერტილი. ტოლდო უძლური აღმოჩნდა. კლუივერტმა კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და მოედანზე გადმოვარდა და ბურთი იტალიელმა მცველებმა გაიტაცეს. ამ ეპიზოდმა საბოლოოდ გამოაცალა ძალა მასპინძლებს.

ამის შემდეგ „ნარინჯისფრებმა“ ვერაფერი ვერ შეძლეს. იტალიას გატანაც შეეძლო, მაგრამ არჩია, არ გაერისკა და საქმე პენალტების სერიამდე მიეყვანა, სადაც აპრიორი მორალურ უპირატესობას ენიჭებოდა გადატანალი თამაშის ფონზე.

არავინ ელოდა ვითარების ასეთ შემობრუნებას. პრესამ, ნარინჯისფერებში შეღებილი სტადიონმა, თავად ჰოლანდიის ნაკრებმა, მარკუს მერკმა ჯოჯოხეთი მოუწყვეწს იტალიას და დააასამარეს ძოფის კრებული. მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

„სკუადრა აძურა“ ერთ რიგად მოეწყო. გუნდი ერთ მებრძოლ ძმობად შეიკრა. წუთიერად ყველამ დაივიწყა დელ პიეროსა და ტოტის დავა, რომლებიც მეგობრები მხოლოდ 6 წლის შემდეგ გახდნენ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. ყველამ დაივიწყა, რომ არ იყო ბუფონი. არაფერი არ იყო იმ ხუთ დარტყმაზე მთავარი, მხოლოდ მიზანი, რომლისკენაც მიდიოდნენ მოთამაშეები.

მონოლითური იტალიიის ფონზე ჰოლანდიელები უფერულად გამოიყურებოდნენ. „ნარინჯისფერი“ მოთამაშეები პენალტების დასარტყმელად შიშით გაეშურნენ. თავის თავში დარწმუნებული იყვნენ დი ბიაჯო, პესოტო, ტოტი და რა თქმა უნდა თამაშის გმირი ფრანჩესკო ტოლდო.

ერთადერთი პენალტი გაიტანა კლუივერტმა რომელმაც ერთი საათის წინ ძელს მოარტყა ბურთი. მის სახეზე იკითხებოდა მწუხარება და იმედგაცრუება საკუთარი უძლურობის გამო. ყველაფერი ტოლდოს ხელში იყო.

50000 მაყურებლის წინაშე სტადიონზე და მილიონობით ეკრანებთან. ჰოლანდიის დედოფლის თვალწინ, რომელიც თამაშზე იმ იმედით ჩამოვიდა, რომ გამარჯვებას მიულოცავდა თვისი ქვეყნის ნაკრებს, ყველსა და ყველაფრის საწინააღმდეგოდ, იმათ ჯინზე, ვისაც არ სურდა „აძურა“ ფინალში ეხილათ, იტალიამ გაიმარჯვა, და ეს გამარჯვება მან ყველაზე მეტად დაიმსახურა.

ეს იყო ისტორიული თამაში, რის გამოც არ შეიძლება არ გიყვარდეს იტალიის ნაკრები. იმ დღეს გუნდმა უჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ გამარჯვების ნებითა და იმედით შესაძლებელია საოცრება მოახდინო. იტალიამ წააგო ფინალი ღირსეული თამაშით. მაგრამ დამარცხებას საფრანგეთის ნაკრებთან უპასუხა გამარჯვებით 6 წლის შემდეგ მსოფლიო თასზე.

შემთხვევითი სიახლე

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

ამას წინათ კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა: „„იუვეში“ მე დავაფასე, რას ნიშნავს თანამდებობების პატივისცემა. ამას ვგრძნობდი ტურინში …

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …