მთავარი / სიახლეები / ევროპულ მედიას თუ დავუჯერებთ იუვენტუსის 9-იანი იგუაინი იქნება

ევროპულ მედიას თუ დავუჯერებთ იუვენტუსის 9-იანი იგუაინი იქნება

ევროპულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გონსალუ იგუაინმა უკვე მოაწერა ხელი 4 წლიან კონტრაქტს იუვენტუსთან და ის წლიურად 7.5 მილიონ ევროს მიიღებს! ასევე ვრცელდებოდა ონფორმაცია იმის თაობაზე რომ ნეაპოლიტანელებმა მას ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდაც კი შესთავაზეს  თუმცა როგორც ჩანს პიპიტას ახალი თავგადასავალი ესაჭიროება!

Sky Sport Italia-ავრცელებს ინფორმაციას რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა ნეაპოლიტანელებს რომ ისინი სრულად აპირებენ გამოსასყიდი თანხის 94,7 მილიონი ევროს გადახდას! თუმცა ტურინელები ამ თანხას ორი წლის მანძილზე ნაწილ ნაწილ დაფარავენ!

ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება ლა მორალეჰას კლინიკაში მადრიდში გაიარა გუშინ საღამოს სადაც იმყოფებოდა მაროტა პარატიჩის დუეტიც!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *