მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “რთული მატჩი იქნება, რადგან ფინალია”

ემრე ჯანი: “რთული მატჩი იქნება, რადგან ფინალია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ერმე ჯანი „მილანთან“ სატიტულო მატჩამდე კომენტარს აკეთებს. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ფინალია და შესაბამისად, რთული თამაში იქნება.

„ეს იქნება დიდი მატჩი, რადგან სასწორზე თასი დევს. აქამდე საუდის არაბეთში არასდროს ვყოფილვარ და კმაყოფილი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე. შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და ვეცდებით ასეთივე შეხვედრა ჩავატაროთ. თუმცა, რთული თამაში გამოვა, როგორც ყველა ფინალი. ყურადღება არ მოვადუნოთ პირველიდან ბოლო წუთამდე“, – განაცხადა ემრე ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …