მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა დაბრუნდა

დუგლას კოშტა დაბრუნდა

მსოფლიო ფეხბურთში ამჟამად წინა პლანზე სანაკრებო თამაშებია,მაგრამ  „იუვენტუსი“ აგრძელებს მზადებას და საწვრთნელი პროცესი განაახლა. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში 14 მოთამაშე არაა, რომლებიც სხვა და სხვა ნაკრებში არიან წარგზავნილი, თუმცა მათი ადგილი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებმა დაიკავეს.

წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს ტურინში დარჩენილებმაც – მატია დე შილიომ, ლეონარდო სპინაცოლამ, კრიშტიანუ რონალდუ, მეჰდი ბენატიამ, მარიო მანჯუკიჩმა.

სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა დუგლას კოშტამ. ბრაზილიელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაუსრულდა და შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …