მთავარი / სიახლეები / დიდიე დეშამი: “ზოგჯერ ოცნება რეალობა ხდება”

დიდიე დეშამი: “ზოგჯერ ოცნება რეალობა ხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიდიე დეშამი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრებს უდგას სათავეში, Gazzetta Dello Sport-თან „ბებერი ქალბატონის“ შესახებ საუბრობს.

დეშამის განცხადებით, ოცნებები ზოგჯერ რეალობად იქცევა და ტურინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია:

„რა მოხდება თუ ფრანგი ფეხბურთელი წელს „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს? – ჩემთვის ეს იმედგაცრუება იქნება და არამარტო იმიტომ, რომ მუნდიალი მოვიგეთ. სინამდვილეში ბევრმა მათგანმა, მათ შორის, მბაპემ, გრიზმანმა, ვარანმა საკლუბო დონეზეც მოიგეს ტიტულები. ზოგადად, „ოქროს ბურთს“ ყველა იმსახურებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის ფრანგის საკუთრება გახდება.

პოგბა „მანჩესტერში“? – გუნდში პრობლემებია, მაგრამ პოლი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ. არასდროს ვსაუბრობ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტზე, ამიტომ, ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ.

„იუვენტუსის“ ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე? – კარგია, ეს ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ, ფანებს რონალდუს მოსვლა არ სჯეროდათ, მაგრამ ის აქაა. ზოგჯერ, ოცნება რეალობად იქცევა. ჩემპიონთა ლიგის მოგება მსოფლიოს ჩემპიონობის ტოლფასია. არსებობს 7-8 კანდიდატი, რომლებსაც შეუძლიათ ტურნირის მოგება. სხვათა შორის, ალეგრის გუნდი ისეთივე კონკურენტუნაირიანი, როგორიც ის „იუვენტუსი“ იყო, რომელშიც ვთამაშობდი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რონალდუს მოსვლით „იუვეს“ შემადგენლობა კიდევ უფრო ძლიერი გახდა. „ბიანკონერის“ ჰყავს ფეხბურთელი, რომელმაც იცის, როგორ იმოქმედოს რთულ სიტუაციებში. ის ნმადვილად დიდი პროფესიონალია.

ზიდანი „იუვენტუსის“ მწვრთნელი? – კლუბს უკვე ჰყავს დიდი მწვრთნელი, ალეგრიმ ნამდვილად დიდი სამუშაო შეასრულა. ალბათ, ზიდანს თავისი „ბაინკონერული“ წარსულით შანსი აქვს მომავალში. ვნახოთ“, – აღნიშნა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ დეშამი „იუვენტუსში“ 1993-1999 წლებში, როგორც ფეხბურთელი, ხოლო 2006-2007 წლებში, როგორც მწვრთნელი მოღვაწეობდა.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …