მთავარი / სიახლეები / დიბი საუბრობს მეგობარის გადაწყვეტილებაზე!

დიბი საუბრობს მეგობარის გადაწყვეტილებაზე!

იუვენტუსის არგენტინელი შემტევი თავის მეგობარს ურჩევს რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ წაიკითხოს ჭორები რომელშიც წერია რომ ბებერ ქალბატონს იგუაინის შესაძენად ესაჭიროება ფინანსები და ამ თანხებს პოგბას გაყიდვაში ხედავს კლუბი!

ახალგაზრდა შემტევი დიდი ალბათობით დაკარგავს ყველაზე კარგ მეგობარს კლუბში მაგრამ ასევე დიდი ალბათობით შეიძენს თანამემამულეს შეტევაში რამაც უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს იუვენტუსზე და თავად არგენტინელ ფორვარდზეც!

ტუტოსპორთან საუბარში დიბალა ამბობს რომ არ არის დარწმუნებული რომ პოგბას წასვლის შემდეგ სწორედ ის იტვირთებს გუნდში ლიდერობას რადგან ძალიან ბევრი მაღალი დონის თანაგუნდელი და ლიდერი ყავს. დიბალა თავის მხრივ იმასაც ამბობს რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს მოედანზე ბებერი ქალბატონისთვის!

რაიმე რჩევას თუ მივცემდი პოლს? არ ვიცი ვერაფერს გეტყვით ალბათ მე ყველაზე ბოლო ვარ ვისგანაც რჩევა უნდა მოისმინოს მან ის ძლიერი ფეხბურთელია და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა სურს მას! ყველა გაიძახის რომ მე ძალიან არ მინდა რომ პოლმა გუნდი დატოვოს! ეს მართალია მაგრამ არამარტო მე არამედ არცერთ ჩვენს თანაგუნდელს არ სურს მასთან განშორება!

ეხლა მხოლოდ დაინტერესებული ვარ შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდით! ჩვენ გვაქვს მიზანი და ამ მიზნის მისახწევად შემუშავებული გვაქვს გეგმა! ალეგრიმაც განაცხადა რომ ჩვენ ერთ-ერთი ვართ 4 საუკეთესო კლუბს შორის!

გონსალო? მასზე რაც შემიძლია ვთქვა ის ძალიან ძლიერი შემტევია ის სერია ა-ს ბომბარდირია და იუვენტუსის წინა ხაზს ნამდვილად გააძლიერებს! მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთად ვასპარეზობდით არგენტინის ნაკრებში! ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ერთად მინდორზე ყოფნა! ბოლოს კი ნაკრებში სწორედ მე შევცვალე ის!

იტალიაში იუვენტუსი ბოლო წლებია ყველაფერს იგებს და მე ვიმედოვნებ მომავალშიც იმავეს გავაკეტებთ და თან არამარტო  იტალიაში

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *