მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა
პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

პაულო დიბალა ამტკიოცებს რომ მას სურს იუვენტუსში დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში და აცხადებს რომ პოლ პოგბას ყოფილი თანაგუნდელები ენატრება. დიბალა გახდა ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იუვენტუსში, მას შემდეგ რაც ის გასულ წელს პალერმოდან გადმოვიდა.

„მესი? ის იყო ჩემი კუმირი, მუდმივად ვოცნებობდი მისნაირად მეთამაშა. პირველად  როდესაც მასთან შეხვედრა მომიწია დაუვიწყარი განცდა დამეუფლა. შეგვიძლია თუ არა ერთად ვითამაშოთ ბარსელონაში? ეს მხოლოდ ჭორებია. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ბიანკონერების მაისურთან, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ რომ მე მაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი იუვენტუსთან და ჭორებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ. მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ და მინდა რომ იუვენტუსთან ერთად ძალიან დიდხანს ვიყო“.  განაცხადა დიბალამ გაძეტა დელო სპორტთან ინტერვიუს დროს.

როგორც ჩანს პოლ პოგბას არ გაუზიარებია დიბალას განწყობა. ფეხბურთელმა იუვენტუსი დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედის გუნდს რეკორდულ თანხად 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ორივე ფეხბურთელი, პოგბაც და დიბალაც, მოიაზრებოდა როგორც მომავალი გამარჯვებული ოქროს ბურთის. არის თუ არა ეს სამართლიანი?

„ამ მომენტისათვის სამართლიანია ის ფაქტი რომ არჩევანს მესისა და რონალდოს შორის აკეთებენ. ვფიქრობ თუ არა ამ საკითხზე? ყოველთვის. ამ წელს მე არც ერთი ხმა არ მიმიღია, მაგრამ ნომინანტობა 22 საუკეთესოს შორის უკვე ძალიან კარგია. ამჟამად კი მე უფრო მეტის მიღწევა მსურს“ – განაცხადა დიბალამ.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *