მთავარი / სიახლეები / დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ
პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი სტატუსით ყველანაირ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა

„იუვენტუსში ბედნიერი ვარ!“ – განაცხადა არგენტინელმა. დიბალა არსად წასვლას არ აპირებს და მომავალი სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება – „პარი სენ ჟერმენთან“ გამარჯვების მერე მან მცირე, მაგრამ საჭირო კომენტარი გააკეთა თავის მომავალთან დაკავშირებით:

„კარგი და ნაყოფიერი თამაში გამოვიდა, ჩვენ კიდევ უფრო ვუმატებთ ფიზიკური თვალსაზრისით. ალეგრიმ მოახერხა და ახალწვეულები კარგად შეეწყვნენ ჩვენს გუნდს.

ჩემი მომავალი? „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ! ვაპირებ, რომ განსაკუთრებულად მოვემზადო – ეს სეზონი განსაკუთრებული უნდა გახდეს ჩემთვის“ – განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა.

 

sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

როგორც უკვე კარგად იცით, 18 ივლისს სტარტი აიღო „საერთაშორისო ჩემპიონთა თასმა“. 27 ივლისს, დილის 05:00 …