მთავარი / სიახლეები / დიბალა: არ დაგვყოთ, ყველანი ვისიამოვნებთ!
დიბალა: არ დაგვყოთ, ყველანი ვისიამოვნებთ!

დიბალა: არ დაგვყოთ, ყველანი ვისიამოვნებთ!

არგენტინელი შემტევი: მორატასთან და პოგბასთან ურთიერთობა განსაკუთრებული გრძნობაა. მე და პოლი კარგად ვუგებთ ერთმანეთს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

ტურინი – კვირის ბოლოს მოპოვებული დუბლის (სკუდეტო, იტალიის თასი) შემდეგ გუნდმა ახალი მიზანი დაისახა. „მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა იქნება“. დიბალას აზრით, გუნდმა ოლიმპიკოზე გადამწყვეტ მომენტში შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და მთელი კვირის სიხარულმა იფეთქა მატჩის შემდგომ ტურინელთა გასახდელში.

საფინალო სასტვენის შემდეგ არგენტინელი ხუმრობდა თანაგუნდელებთან ერთად, აძვრა ხარიხის თავზე ჩრდილოეთ ტრიბუნის წინ და ზეიმობდა ქომაგებთან ერთად. გასახდელიდან კი სერიოზული დიბალა გამოვიდა, რომელმაც თავისი პირველი სეზონი შეაჯამა იუვენტუსში.

დიბალა: არ დაგვყოთ, ყველანი ვისიამოვნებთ!

“სიგიჟეა. მოვიგეთ 3 ტიტული. დასაწყისითვის ცუდი ნამდვილად არ არის. სამივე მნიშვნელოვანია და თითოეულმა მათგანმა ერთნაირი სიხარული მომანიჭა, როგორც სკუდეტომ და იტალიის თასმა, ისე სუპერ თასმა. სეზონი დაიწყო ჩავარდნით, ბევრი პრობლემით, კრიტიკითა და შეცდომებით, თუმცა განვიცადეთ უდიდესი ცვლილება ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რაც ფინალის მოგებაშიც გამოიხატა.”

თანაგუნდელები და მეგობრები – თამაშის შემდეგ გამარჯვების აღმნიშვნელი მედლითა და გადავარცხნილი თმებით  დიბალა ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს, პოლ პოგბა კი კამერაში იჭრება ყვირილითა და სიმღერით და ცდილობს ლათინო-ამერიკული სიმღერის იმიტირებას –  „აი ისიც, ფენომენი, ჩემპიონი“ (Ecco qui, el Fenomeno, el Campeon) და იცინის. დიბალაც იზიარებს მის ემოციებს. არ თვალთმაქცობენ. ეს ნამდვილი მგრძნობიარე მეგობრობაა, რაც ორ ფენომენალურ ბიანკონერის აკავშირებს.

დიბალა: არ დაგვყოთ, ყველანი ვისიამოვნებთ!

“ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ“ – თქვა დიბალამ ნახევრად ღიმილით და მიუბრუნდა ფრანგ “ხელისშემშლელს“. „ძალიან კარგი საფეხბურთო მეგობრები ვართ, რადგან მოედანზე შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ მოედნის გარეთაც ვმეგობრობთ. ვერთობით, ვმოგზაურობთ, ვხუმრობთ, ვიღებთ გიჟურ სურათებს, ბევრს ვიცინით და ბევრს ვსაუბრობთ  ვსაუბრობთ არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ყველაფერზე.“

შეიძლება ბანალურია, მაგრამ საკმაოდ ბუნებრივია, რომ ორი ერთი ასაკის ადამიანი ასე კარგად უგებს ერთმანეთს. განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ “გასახდელებს” შორის (რაც ხშირად არის განსხვავება გამარჯვებასა და მარცხს შორის) იმ ადამიანთა ურთიერთობებშია, რომლებიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ტურინის იუვენტუსში ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. პოგბას და დიბალას არ შურთ ერთმანეთის, რაც ნებისმიერ სხვა ადგილას შეიძლება მოხდეს. პირიქით, მხურვალედ გულშემატკივრობენ ერთმანეთს და მზად არიან თავი გაწირონ ერთმანეთისთვის.

შეკითხვა ოლიმპიადაზე  – დიახ, დიბალა არ მიდის არც კოპა ამერიკაზე და არც ოლიმპიადაზე. საინტერესოა, რომ კოპაზე თამაშის ბედნიერება დიბალას ნაცვლად წილად ხვდა “უცნაურ“ პერსონას  ჩინეთიდან, ეზეკიელ ლავეზის. რიოზე გამგზავრების უფლება კი არგენტინელ ვუნდერკინდს ტურინის იუვენტუსმა არ მისცა, რომელმაც ფიფასგან მინიჭებული ვეტოს უფლება გამოიყენა. პაულო ორივე გადაწყვეტილებას სინანულით შეხვა, რადგან კოპაზე ასპარეზობა მისი სურვილი იყო.

“სამწუხაროდ, ვერ მივიღებ მონაწილეობას ვერც ოლიმპიადაზე, რადგან იუვენტუსმა არ დამრთო ნება. მართლა ძალიან ვწუხვარ, რადგან ჯერ არ მითამაშია ასეთ ტურნირებზე სანაკრებო დონეზე. ძალიან გამიხარდებოდა, თუკი რიოში შევძლებდი გამგზავრებას, თუმცა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი.“

[wpolling id=”2″ width=”” height=””]

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *