მთავარი / სიახლეები / დეშამი: “იუვე”? საფრანგეთის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული”

დეშამი: “იუვე”? საფრანგეთის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ის მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ფიქრობს.

„ნათელი და ზუსტი სიტუაციაა: მთელი ჩემი ენერგია და კონცენტრაცია ორიენტირებულია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ყოველთვის შესანიშნავია, როდესაც შენს სახელს დიდ გუნდებს უკავშირებენ და „იუვენტუსი“ მათ რიგებშია, მაგრამ ჩემი მომავალი საფრანგეთის ნაკრებს უკავშირდება. შესაბამისად, კარი არ გაღებულა“, – თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე „იუვენტუსში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა, ხოლო 2006-2007 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო. ფრანგი ალეგრის მემკვიდრეთა შორის დღემდე ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ ალბათ ყველაფერი შეიცვლება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …