მთავარი / სიახლეები / Derby d’Italia იტალიური დერბი!

Derby d’Italia იტალიური დერბი!

დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე ქალაქ მილანში ჯუზეპე ემეაცაზე დერბი დე იტალია აიღებს სტარტს!

 იტალიური დერბი ეწოდება დაპირისპირებას მილანურ ინტერნაციონალესა და ტურინის იუვენტუსს შორის! იტალიური დერბის სახელი ამ ორი გრანდის დაპირისპირებამ 1967 წელს მიიღო მას შემდეგ რაც სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანი ბერერამ იტალიურ დერბად შერაცხა ორი დიდი ქალაქის გრანდების დაპირისპირება!

ეხლა კი წინასამატჩოდ გთავაზობთ სტატისტიკას

სერია ა  სულ 166 შეხვედრა 79 მატჩი ტურინული გრანდის გამარჯვებით დასრულდა 42 მატჩი ფრედ დასრულდა 45 შეხვედრაში კი მილანის ინტერმა მოახერხა გამარჯვების  მოპოვება! 166 შეხვედრაში შავ-თეთრებმა 240 ჯერ აიღეს მეტოქის კარი მილანელებმა კი იგივეს გაკეთება მხოლოდ 195 ჯერ მოახერხეს!

ოფიციალური მატჩები 229 შეხვედრა! 103 იუვენტუსის სასარგებლოდ, 56 ფრე და 70 ინტერის სასარგებლოდ!

შეგახსენებთ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში მილანელების დამარცხებას ტურინული გრანდი როგორც სახლში ისე გასვლაზე ახერხებს! დღეს კი ამ სტატისტიკის გამოსწორებას შეეცდება იკარდი და კომპანია თუმცა დღევანდელი შეხვედრის დადგომამდე მინდა შეგახსენოთ ლეონარდო ბონუჩის შესანიშნავი გოლი ინტერის წინააღმდეგ და ის ფაქტიც რომ ბონი დღესაც ძირითადში დაიწყებს!

რაც შეეხება იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობას ინტერთან მტჩში ასეთია

3-5-2 ტაქტიკით ვითამაშებთ კვლავ რომელიც ასლეგრის ასე უყვარს და უყვარდა მის წინამორბედსაც!

მეკარე და დაცვა იტალიური! ფლანგები ბრაზილიური, თავდასხმა არგენტინული შუაში ლემინა მარჯვნივ ხედირა და მარცხნივ როგორც იქნა პიანიჩი!

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *