მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იგუაინი “იუვენტუსზე” კბილებს ილესავს”
დელ პიერო: “იგუაინი “იუვენტუსზე” კბილებს ილესავს”

დელ პიერო: “იგუაინი “იუვენტუსზე” კბილებს ილესავს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ გონსალო იგუაინს „ბებერ ქალბატონზე“ შურისძიება სურს.

დელ პიერომ Sky Sport-თან თქვა, რომ „პიპიტა“ კბილებს ილესავს:

„ვფიქრობ, იგუაინი „იუვენტუსზე“ კბილებს ილესავს, რადგან გუნდიდან გაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სეზონები ჩაატარა. გონსალო განრისხებულია და ეს მაშინაც ემჩნევა, როდესაც გოლს იტანს. დააკვირდით, როგორ აღნიშნავს გოლებს, იქნევს ხელებს და სურს გვაჩვენოს, რომ „მილანში“ პრობლემების გადასაჭრელად მივიდა“, – განაცხადა ალექსმა.

აქვე გეტყვით, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა „სან სიროზე“ 11 ნოემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …