მთავარი / ბლოგი / დავიდ ტრეზეგეს მეორე ლიგის ოდისეა “იუვენტუსსა” და “რივერ პლეიტში”

დავიდ ტრეზეგეს მეორე ლიგის ოდისეა “იუვენტუსსა” და “რივერ პლეიტში”

დავიდ ტრეზეგეს კარიერის მიმოხილვაში საუკეთესო ეპიზოდი ეჭვგარეშეა, რომ ევრო 2000-ის ფინალში გატანილი „ოქროს გოლია“, რომელმაც „ლე ბლეს“ ოქროს მედალი მოუტანა და დაამტკიცა, რომ ფრანგების გამარჯვება ორი წლით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ შემთხვევითობა არ იყო.

საერთაშორისო წარმატებებისა და მთავარ გუნდებში გატარებული საპატიო წლების გარდა, ტრეზეგეს კარიერაში მთავარი ელემენტი ორი სეზონია, რომელიც თავის გუნდებთან ერთად მეორე დივიზიონში გაატარა. მაშინ, როდესაც ორ დიდ გუნდს რთული პერიოდი დაუდგა და ტრეზეგეს შეეძლო ბევრად სარფიანი წინადადება მიეღო, ორჯერვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი პიროვნებაა.

ტრეზეგე 1977 წელს რუენში დაიბადა. საფრანგეთის საპორტო ქალაქი, რომელიც მდინარე სენას სანაპიროზე. მისი მშობლები არგენტინელები იყვნენ და მამა, ხორხე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, რომელიც საფეხბურთო გუნდ „რუენში“ თაამშობდა. დავიდი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბუენოს აირესში დაბრუნდა.

აკადემიაში გატარებული წლების შემდეგ თავდამსხმელი „ატლეტიკო პლატენსეს“ მთავარ გუნდში 16 წლის ასაკში მოხვდა. მისი დებიუტი მწვრთნელ რიკარდო რეცას დროს მოხდა, 1994 წლის ივნისში. მამის, ხორხეს კონტაქტები კი დაეხმარა, რომ ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი „მონაკოსთან“ გაეფორმებინა.

მეორე გუნდში ასპარეზობის შემდეგ ტრეზეგემ კიდევ ერთ ტალანტ, ტიერი ანრისთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა. 1997-1998 წლების სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და თავის გუნდს დაეხმარა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად. ახალგაზრდა ფორვარდი 1998 წელს, საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ მოხვდა. იქ 6 თამაში ჩაატარა და გარდა იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გოლიც გაიტანა, მეოთხედფინალში იტალიასთან პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი.

მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში „მონაკოში“ გოლები კიდევ უფრო ხშირად გაჰქონდა, თუმცა ეროვნული ნაკრების დონეზე ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ იმყარებდა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფინალამდე, ტრეზეგემ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიასთან ჯგუფურ ეტაპზე და ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამატებიტ დროში. ეს ძალიან ცოტა იყო.

ტრეზეგემ ფინალში იტალიასთან 76-ე წუთზე იური ჯორკაეფი შეცვალა, როდესაც იტალიელები 1:0 იგებდნენ. სილვიან ვილტორმა მსაჯის კომპენსირებულ დროში გაათანაბრა, ხოლო 103-ე წუთზე, ტრეზეგეს ფანტასტიკურმა გოლმა იტალია დაამარცხა და საფრანგეთს ბოლო სამ ზაფხულში მეორე მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა.

შედეგად, ის ტურინის „იუვენტუსში“ მოხვდა. პირველ სეზონში კარლო ანჩელოტი ძირითადად ალესანდრო დელ პიეროსა და ფილიპო ინძაგის შემცვლელად იყენებდა, მაგრამ 2001-2002 წლების სეზონში ტრეზეგემ დაამტკიცა ის, რაც სრულად შეეძლო.

თავდამსხმელმა 24 გოლი გაიტანა და „ბრეშას“ თავდამსხმელ დარიო უბნერთან ერთად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო „იუვენტუსს“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. თანამემამულე ზინედინ ზიდანის შემდეგ ის გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი.

2002-2003 წლების სეზონი ტრეზეგესთვის ძალიან მწარე გამოდგა, რადგან ბევრი ტრავმა აწუხებდა. შედეგად, მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით. ჭრილობაზე მარილის მოყრას ჰგავდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანთან“, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ მოსაწყენი მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. დავიდმა პირველივე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

საწყის ექვს სეზონში ტრეზეგემ ოთხი სკუდეტო მოიგო „იუვენტუსში“, თუმცა 2006 წლის მაისში, იტალიის პოლიციამ დაიწყო საქმის გამოძიება, რომელიც „კალჩოპოლის“ სახელითაა ცნობილი. „იუვენტუსი“ დაისაჯა, როგორც „მილანი“, „ფიორენტინა“, „ლაციო“ და „რეჯინა“, თუმცა უფრო მეტადაც – სერია B-ში დააქვეითეს და ქულებიც დააკლეს. გარდა ამისა, ჩამოართვეს 2005 და 2006 წლების სკუდეტოები.

ქვედა ლიგა, ჩამორთმეული ორი ტიტული, 75 ათასი ევროს ჯარიმა და მინუს 30 ქულა სატურნირო ცხრილში, რომელიც დიდ საშიშროებას იძლეოდა, რომ რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითებულიყო. მენეჯრები, ლუჩანო მოჯისა და ანტონიო ჯირაუდოს კი 5 წლით ყოველგვარი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალათ.

სწორედ ამ დროს, ვარსკვავური გუნდის დაშლა დაიწყო. მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ემერსონთან და მსოფლიოს ჩემპიონ ფაბიო კანავაროსთან ერთად მადრიდის „რეალში“ წავიდნენ, მცველები, ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში“. ერთ წლიანი ტურინული თავგადასვლის მერე ადრიან მუტუმ „ფიორენტინას“ მიაშურა, პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი „ინტერში“ გადავიდნენ.

მიუხედავად დიდი დანაკრგისა, „იუვენტუსმა“ მაინც მოახერხა რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება. „კვინტეტი“ – ტრეზეგე, დელ პიერო, პაველ ნედვედი, მაურო კამორანეზი და ჯანლუიჯი ბუფონი. ისინი გახდნენ, როგორც ხუთი სამურაი. ისინი, „ვეკია სინიორას“ ერთგულები აღმოჩნდნენ. დიდიე დეშამი, რომელიც კარგად იცნობდა ტრეზეგეს ეროვნული ნაკრებიდან, „მონაკოში“ გატარებული 4 წლის შემდეგ „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდა.

„იუვენტუსმა“ ქვედა ლიგაში თამაში რიმინიში, 10 ათასი მაყურებლის წინაშე დაიწყო. მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ 69-ე წუთზე, მაგრამ გათანაბრება მოახერხეს და ნატელი გახდა, რომ „იუვეს“ მეორე ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა.

თუმცა, რთული დასაწყისის მიუხედავად, „იუვემ“ მალევე იპოვა თავისი თამაში და მომდევნო რვა მატჩი მოიგო. ტრეზეგემ კი პირველი გოლი „ვიჩენცას“ (2:1) გაუტანა. თამაშამდე, მას გადაეცა სპეციალური პრიზი შავ-თეთრი მაისურით გატანილი 125 გოლისთვის.

„მოდენასთან“ და „პიაჩენცასთან“ წყვილი გამარჯვების შემდეგ „იუვეს“ გამარჯვებების სერია სტადიო „სან პაოლოზე“ შეწყდა, სადაც „ნაპოლის“ დაუზავდა (1:1). ტრეზეგემ კი ზამთრის პაუზამდე ბოლო შეხვედრაში გაიტანა, „არეცოსთან“ საშინაო შეხვედრაში (2:2).

პირველი მარცხი მანტოვაში მოვიდა, რასაც 21 შესაძლებლობსი ქულიდან 21 მოპოვება მოჰყვა. ამ პერიოდში ტრეზეგემ მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. ბოლო მარცხი კი „იუვემ“, სანამ ჩემპიონი გახდებოდა, ბრეშაში განიცადა.

19 მაისს, „იუვენტუსი“ „არეცოს“ ესტუმრა, 5:1 დაამარცხა და სერია A-ს საგზური ოფიციალურად მოიპოვა. 15 გოლი 30 მატჩში – ასეთი იყო ტრეზეგეს შედეგი ქვედა ლიგაში. ტურინში მისი ათწლიანი მოღვაწეობა 2010 წელს დასრულდა და ესპანურ „ჰერკულესში“ გადავიდა. იმ ქალაქის გუნდში, სადაც მისი მეუღლე დაიბადა.

მიუხედავად გუნდიდან წასვლისა, ტრეზეგესა და „იუვენტუსის“ სიყვარული არასდროს განელებულა. „ფეხბურთელი, რომელიც საშუალოდ 17 გოლს იტანდა, ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება. ეს იყო სიყვარულის ნამდვილი ისტორია და დავიდი ყოველთვის დარჩება „იუვეს“ ყველა ტიფოზის გულებში“, – განაცხადა 2010 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

ვეტერანმა ფრანგმა შემდეგ სეზონში „ჰერკულესში“ 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა ლა ლიგის ეგიდით, თუმცა, ვერ შეძლო გუნდი დაქვეითებისგან ეხსნა. მომდევნო 4 თვე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაატარა, ხოლო 2011 წლის დეკემბერში ტრეზეგე ბუენოს აირესში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა „რივერ პლეიტთან“. გუნდთან, რომლის ისტორია ჰგავდა 2006 წლის „იუვენტუსს“. „რივერი“ 110-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად გავარდა ქვედა ლიგაში.

ტრეზეგემ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უნდოდა კლუბის ისტორიის ნაწილი გამხდარიყო, გუნდს დახმარებოდა ჩვეულ ადგილზე დაბრუნებაში. პირველი გოლი კი „ინდეპენდიენტესთან“ „მონუმენტალზე“ 60 ათასი ქომაგის წინაშე გაიტანა. გოლი აღნიშნა ისე, როგორც აქამდე, მისთვის დამახასიათებელი ჟესტით.

„რივერმა“ სეზონი „კილმესზე“ წინ დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება მოახერხა. ტრეზეგემ კი, მოკლე პერიოდში 19 თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 13 გოლით დაეხმარა. მას ძალიან კარგი დუეტი ჰქონდა შემქნილი ფერნანდო კავენაგისთან, რომელმაც ევროპულ ფეხბურთთან თავის დროზე ინტეგრირება ვერ შეძლო.

შემდეგ კი იყო მცირე პერიოდი „ნიუელს ოლდ ბოიზსა“ და „პუნ სიტიში“. ჩემპიონის ტიტულებისა და ინდივიდუალური ჯილდოების გარდა, მისი კარიერის გამორჩეული მომენტი ალბათ ორი სეზონია. როდესაც შეეძლო გაცილებით კარგ პირობებში ეთამაშა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ გადაწყვიტა ორი დიდი გუნდის დახმარება, რომ დაბრუნებოდნენ თავიანთ ადგილს. მან დაამტკიცა, რომ ყველაფრის ფულით ყიდვა შეუძლებელია და გულშემატკივართა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …