მთავარი / სიახლეები / დანი ალვეშის წერილი „იუვენტუსს“
ბონუჩისთან დაპირისპირების თაობაზე დანი ალვეშმა კომენტარი გააკეთა

დანი ალვეშის წერილი „იუვენტუსს“

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე დანი ალვეში წუხელ პირველად შეხვდა თავის „იუვენტუსელ“ მეგობრებს, ამჯერად უკვე მეტოქის ამპლუაში – „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ამ მატჩის წინ სპეციალურად მიმართა თავის ტურინელ კოლეგებს

„ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გაიფიქროთ ან რაც არ უნდა თქვათ, ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ხალხს, ვინც მიყვარს და ვისთან ერთადაც დაუვიწყარი წუთები მაქვს გადატანილი.

მე დღეს კიდევ ერთხელ ვხვდები ჩემს „ბანდას“, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ, რასაც აკეთებენ. ამ დღეს მე ვხვდები ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩემი ნათესავები არ არიან, თუმცა რომლებსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რაც ითქვა და დაიწერა, ჩემი ერთადერთი სურვილიო იყო „იუვენტუსი“ გამხდარიყო იმ დონის და გაქანების გუნდი, რომელიც ამართლებს იმ ხალხის მოლოდინებს, ვინც იქ მუშაობს.

დღეს არის დღე, როცა მაქვს საშუალება მადლობა გადავუხადო ამ კლუბს ყველაფრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცოტა ხანს ვითამაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იგრძნობენ ჩემს წასვლას: მე მთელი ჩემი გრძნობა ჩავდე ამ „კარგ სიგიჟეში“. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც, მაგრამ ეს გულგრილს არავის დატოვებდა“ – დაწერა თავის ინსტაგრამზე ბრაზილიელმა მცველმა.

წყარო: sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

როგორც უკვე კარგად იცით, 18 ივლისს სტარტი აიღო „საერთაშორისო ჩემპიონთა თასმა“. 27 ივლისს, დილის 05:00 …