მთავარი / სიახლეები / დანი ალვეში: “იუვეში” მომატყუეს და ეს პერიოდი არასასიამოვნო იყო”

დანი ალვეში: “იუვეში” მომატყუეს და ეს პერიოდი არასასიამოვნო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი დანი ალვეში ტურინში გატარებულ პერიოდს ცუდად იხსენებს. ბრაზილიელის განცხადებით, მას დანაპირები არ შეუსრულეს და ამიტომაც გუნდის დატოვება მალევე გადაწყვიტა.

„ტურინში არასასიამოვნო ერთი წელი გავატარე. ვიგრძენი ღალატი, რადგან არ შესრულდა ის დაპირება, რაც მომცეს და ეს ყველაზე ცუდი რამ არის. „იუვეს“ ისტორიას პატივს ვცემ და იქ ბევრი მეგობარი მყვას, მაგრამ მომატყუეს და გუნდი ამიტომაც დავტოვე“, – თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ  დანი ალვეში „იუვენტუსში“ 2016-2017 წლებში თამაშობდა და 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …