მთავარი / სიახლეები / დაბადების დღეს გილოცავთ იუვენტუსს სტედიუმ!
დაბადების დღეს გილოცავთ იუვენტუსს სტედიუმ

დაბადების დღეს გილოცავთ იუვენტუსს სტედიუმ!

სტადიონი გაიხსნა 2011 წლის 8 სექტემბერს. ბიანკონერების მთავარ არენას გახსნიდან 5 წელი შეუსრულდა.

იუვენტუსის სტადიონის გახსნიდან 5 წლის აღსანიშნავად ბიანკონერები დღეს თამაშს გამართავენ, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს კლუბის ძველ და დიად ისტორიას.

სტადიონის გახსნის დღიდან  დღემდე ბებერი ქალბატონი წარმატებულად ასპარეზობს. 2011 წლის 8 სექტემბერს სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა და საინაუგურაციო თამაშიც გაიმართა ნოთს ქაუნთის წინააღმდეგ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეიდან რაღაც იცვლება“- განაცხადა ანდრეა ბარძალიმ სტადიონის გახსნის მაგიურ ღამეს. მცველის მიერ ჩატარებული 128 თამაში მისი სიტყვების დასტურია.

იუვენტუსის დიდებულ სტადიონზე ბიანკონერებმა 100-ჯერ მოიგეს, გაიტანეს 272 გოლი , აღმართეს 5 სკუდეტოსა და 2 კოპა იტალიის თასი.

ყოფილი Delle Alpi-ის ადგილას აშენებულ სტადიონზე ნამყოფია 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი, მოხსნილია სეზონზე ბილეთების გაყიდვის ყველანაირი რეკორდი, სტადიონზე განხორციელებულია 13 000-ზე მეტი ტური.

იუვენტუსის სტადიონი დღესაც ამაყად წარმოადგენს გუნდის სიდიადეს და აჯადოვებს მნახველებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. სტადიონის ხიბლს დიდი გავლენა აქვს ტურინის ტურიზმის განვითარებაზეც. თავად სტადიონი და მუზეუმი იქცნენ აუცილებლად სანახავ ადგილებად ქალაქის სტუმრებისთვის.

იუვენტუსის შემთხვევაში სიტყვა სტადიონი ასოცირდება მეტთან, ვიდრე მისის ნამდვილი მნიშვნელობაა. ცოტა ხნის წინ თამაშები უფრო მნიშვნელოვანი გახდა სანახაობის თვალსაზრისით. ამ სანახაობის შექმნას ხელს უწყობს ლაზერის სპეციალური განათებები და გამამხნევებელი შეძახილები.

საოცარი შოუ იუვენტუს სტედიუმზე.. მერამდენედ ვუყურებ დღეს უკვე აღარ ვიცი…

Posted by Giorgi Kheladze on Sunday, August 21, 2016

ბიანკონერების საამაყო სტადიონის ცნობადობა მსოფლიოს მაშტაბით თანდათან იზრდება, სტადიონის განახლება მუდმივად მიმდინარეობს, იცვლება ტექნიკური აღჭურვილობა, განათება, უსაფრთხოების ტექნიკა.

კლუბის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ბიანკონერების გვირგვინზე გამოხატულმა ძვირფასმა ქვამ სულ უნდა იბრწყინოს და სტადიონზე კიდევ ბევრი ზეიმი უნდა გაიმართოს.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *