მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგის ფინალი: წამყვანი ფეხბურთელების მოსაზრებები
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: წამყვანი ფეხბურთელების მოსაზრებები

ჩემპიონთა ლიგის ფინალი: წამყვანი ფეხბურთელების მოსაზრებები

ჩემპიონთა ლიგის ციებ-ცხელება უკვე დაიწყო, 5 დღეში კარდიფში წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გაიმართება. მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება. ორშაბათიდან იუვენტუსის ფეხბურთელებმა ფინალისთვის მზადება დაიწყეს. გთავაზობთ ფეხბურთელების წიანასამატჩო კომენტარებს:

სტეფანო სტურარო: „ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მზადება უკვე დაიწყო, ვარჯიში უკვე დავიწყეთ და ვფიქრობ, შაბათისთვის მზად ვიქნებით. დარწმუნებული ვარ რომ მაღალი კლასის ფეხბურთს ვითამაშებთ. დიდი ხანია ამ ტიტულზე ვოცნებობთ. დროა, ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და თასი სახლში წავიღოთ“.

ხუან კუადრადო: „ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დიდი პრივილეგიაა, რეალი ბრწყინვალე გუნდია და ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ მათ დასამარცხებლად. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და ვფიქრობ წინ განსაკუთრებულად კარგი თამაში გველოდება“.

ანდრეა ბარძალი: ’’3 სეზონის განმავლობაში ეს ჩვენთვის მეორე ფინალია, ეს კი იმის მაჩვენებელია რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოში. თუკი გავიმარჯვებთ ეს იქნება საოცარი აღმავლობის დასაწყისი, რომელსაც წინ ისეთი გუნდების დამარცხება უძღვოდა როგორიც ბარსელონა და მონაკოა“.

კლაუდიო მარკიზიო: “ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია თქვას რომ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია. ეს უდიდესი შანსია და ჩვენ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ გვსურს. ეს სეზონი, რაც ჩვენ ამ წელს გვქონდა, იმსახურებს უდიდესი პრიზით დაგვირგვინდეს. შაბათისთვის ყველანი კონცენტრირებულები ვართ და მხოლოდ მოგება გვწყურია“.

პაულო დიბალა: “თამაშისთვის მოსამზადებლად 5 დღე დაგვრჩა, მაქსიმალური კონცენტრირება გვჭირდება, ეს თამაში ნერვიულობისა და კონტროლის დაკარგვის გარეშე უნდა ჩავატაროთ. ფიზიკურად და მენტალურადაც კარგ ფორმაში ვართ. ყველას უდიდესი სურვილი გვაქვს კარდიფში თამაშის. გვინდა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ, მათ ეს სიხარული დაიმსახურეს“.

მირალემ პიანიჩი: „დღეიდან შევისწავლით რეალის სათამაშო ტაქტიკას და დავსახავთ მათ წინააღმდეგ თამაშის გეგმებს. შაბათს გასამართ თამაშს მოუთმენლად ველით. მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენზე იქნება მომართული და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ აქ ყოფნის ღირსები ვართ“.

გონსალო იგუაინი: “ის ფაქტი რომ მე ადრე რეალის ფეხბურთელი ვიყავი ინტრიგის მარცვალს წარმოშობს, თუმცა მე არ შემიძლია აღვწერო რამდენად ძლიერად მინდა ამ ტიტულის მოგება იუვენტუსთან ერთად. რაც ჩვენ ამ წელს გავაკეთეთ ნამდვილად შესანიშნავია, სეზონის დაგვირგვინება კი ამ ტიტულის მოგება იქნება“.

ლეონარდო ბონუჩი: “მთელი კვირა თამაშისთვის მომზადებას დავუთმეთ, რა თქმა უნდა ვნერვიულობთ მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, კარდიფში გასამართ თამაშზე საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ უფრო გაზრდილები ვართ ვიდრე 2015-ში ვიყავით, ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები, დარწმუნებული ვარ საუკეთესო თამაშს ჩავატარებთ და ფინალსაც მოვიგებთ“.

ჯანლუიჯი ბუფონი: “ორი ბრწყინვალე გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს შაბათს, 2 წლის წინაც ვქონდა ჩემპიონობის შანსი თუმცა არ მოხერხდა, ამჟამად კი ამის საუკეთესო შესაძლებლობაა“.

იუვენტუსი VS რეალ მადრიდი | პრომო

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *