მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა

ქალაქი ნიონი 100 ჯერ და უფრო მეტად პატარაა თბილისზე (დაახლოებით 106 ჯერ). მისი მოსახლეობა 16 000 დან 17 000 მდე მერყეობს. ალბათ არაფრით იქნებოდა ეს ქალაქი გამორჩეული, რომ არა უეფას შტაბ–ბინა, რომელიც ამ ჯუჯაქალაქში მდებარეობს.

დიახ, სწორედ ამ პატარა და მშვიდი ქალაქიდან განაგებენ ევროპული ფეხბურთის ღმერთები ბებერ კონტინენტზე მიმდინარე ქარიშხლებს! დღეს მათთვის არც თუ ისე უმნიშვნელო დღე იყო და მცირერიცხოვან ქალაქში სტუმრების ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ.

ესენი იყვნენ ფეხბურთის შეფები, ცნობილი გუნდების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა უამრავი ადამიანი. დღეს გაირკვა თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ყველაზე პოპულარული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის “პლეიოფში”.

აი პატარა ბურთულების გახსნა და დიდი გუნდების დაპირისპირების ბედ–იღბალი კი ლეგენდარულ ჰოლანდიელს, რუდ გულიტს მიანდეს, რომელსაც თვითონ ორჯერ აქვს მოგებული პრესტიჟული ტიტული. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბედის ირონიით არც ერთი გუნდი, რომელშიც უთამაშია ხუჭუჭთმიან ჰოლანდიელს, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ან ჯგუფიდან ვერ გავიდა ანდა საერთოდაც ვერ მიიღო უფლება მიეღო მონაწილეობა 2016/2017 წლის გათამაშებაში.  არადა მას ისეთი გუნდების მაისურა მოურგია როგორებიცაა: ფეინორდი, პსვ, მილანი და ჩელსი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა “იუვენტუსის” მოწინააღმდეგის გარკვევა იყო და შეიძლება ითქვას რომ წინა წლებისგან განსხვავებით “სინიორას” ნამდვილად გაუმართლა. მისი მოწინააღმდეგე პორტუგალიური “პორტოა”, მართალია “დრაკონები” ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, არც ჩემპიონთა ლიგაა მათთვის უცხო ტურნირი და ბოლოს და ბოლოს ისინი “იუვესავით” ორგზის გამარჯვებულები არიან “UCL”–ის, მაგრამ სხვა მეორეადგილოსნებიდან რომლებიც არიან: პსჟ, ბენფიკა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, რეალ მადრიდი და ლევერკუზენი, დამეთანხმებით პორტო ერთ–ერთი საუკეთესო ვარიანტია.

რაც შეეხება სხვა წყვილებს:

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)-მონაკო (საფრანგეთი)
რეალი (ესპანეთი)-ნაპოლი (იტალია)
ბენფიკა (პორტუგალია)-დორტმუნდი (გერმანია)
ბაიერნი (გერმანია)-არსენალი (ინგლისი)
ლევერკუზენი (გერმანია)-ატლეტიკო (ესპანეთი)
პსჟ (საფრანგეთი)-ბარსელონა (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი)-ლესტერი (ინგლისი)

ასე გვემშვიდობება ჩემპიონთა ლიგა, რომელიც თებერვალში დაგვიბრუნდება!

Forza ! ! !

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *