მთავარი / სიახლეები / ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ მარკო ვერატი
ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ მარკო ვერატი

ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ მარკო ვერატი

2012 წელს 19 წლის მარკო ვერატი ისე მოხვდა ფრანგულ “პსჟ” – ში რომ სერია ა–ში ერთი მატჩიც არ ქონდა ნათამაშები. მოლოდინი იტალიელი ნახევარმცველის მიმართ თავიდანვე დიდი იყო და არავის გაკვირვებია მისი ამ დონეზე თამაში.

მაშინ, “იუვენტუსის” ფრთხილი სატრანსფერო პოლიტიკის გამო, სულ რამოდენიმე მილიონის გამო “პესკარას” ნახევარმცველი მამლუქად მოგვევლინა პარიზში. საუბარია 2 თუ 3 მილიონზე.

ახლა კი თავის დროზე 12 მილიონ ევროდ შეძენილი მარკოს მხოლოდ საბაზრო ფასი 45 მილიონი ევროა, ხოლო მის შესაძენად შეიძლება ორი ამდენიც კი გახდეს საჭირო. არადა ვერატი ბავშვობიდანვე “იუვენტუსის” გულშემატკივარი იყო და ტურინულ გრანდში ასპარეზობაზე ოცნებობდა.

გავიდა წლები და იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველი “იუვესთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა მისი შეძენა ახლა გაცილებით რთულია, მარკოს შეძენით დაინტერესებულია მსოფლიოს ყველა გრანდი.

შესაბამისად ხმებიც მის ტრანსფერთან დაკავშირებით ტურინში მინელდა, მაგრამ აგენტის მცირე კომენტარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც “ტუტოსპორტთან” საუბარში დონატო დი კამპლმა განაცხადა:

“იუვენტუსი” აუცილებლად იზამს რაიმე ექსტრაორდინალურს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. “პსჟ” – სურს ვერატის შენარჩუნება, მაგრამ ფული ყველაფერს არ წყვეტს. ფრანგებმა ბოლო 4 სეზონში, საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. “იუვე” გაცილებით მიმზიდველია, რადგან დიდ ფეხბურთელებს, დიდ გუნდში ასპარეზობა სურთ!

ვნახოთ როგორ იმოქმედებს და რა იმპულსებს გაუშვებს მარკოს აგენტის ეს სიტყვები გალილეო ფერარიზე. მარკო ვერატიმ პარიზულ გრანდში 133 მატჩი ჩაატარა, ხოლო იტალიის ნაკრებში 21.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *