მთავარი / სიახლეები / “ჩელსის” ინტერესის ფონზე, ალექს სანდრომ გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ინტერესის ფონზე, ალექს სანდრომ გადაწყვეტილება მიიღო
ალექს სანდრო

“ჩელსის” ინტერესის ფონზე, ალექს სანდრომ გადაწყვეტილება მიიღო

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არისტოკრატები აქტიურად აკვირდებიან ბიანკონერის უკანახაზელს.

ანტონიო კონტეს მომავალი სეზონისათვის “ჩელსის” დაცვითი პოტენციალის ამაღლება სურს. არისტოკრატთა დაცვის ხაზში კი ალექს სანდროს კი იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს. ევროპული მედია საშუალებების მტკიცებით პრემიერლიგის გრანდმა უკვე მიმართა “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადებით.

თუმცა უკანასკნელი ცნობების მიხედვით, “ჩელსი” ალექს სანდროს ვერ შეიძენს. ლეონარდო ბონუჩის მიზერულ თანხად გაყიდვის შემდეგ, ტურინელებმა ალექს სანდროს შენარჩუნება გადაწყვიტეს. Sky Sports Italia-ს ჟურნალისტის ანჯელო მაგნიანტეს მტკიცებით, ალექს სანდრო ბიანკონერისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც მკვეთრად გაუმჯობესებულ ანაზღაურებას მიიღებს.

მაგნიანტე იუწყება, რომ ტურინული გრანდი ალექს სანდროს წელიწადში 4 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდის. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ბრაზილიელი მცველი ნაცვლად 2.8 მილიონი ევროსი, თითქმის იგივე თანხას (6 მილიონი ევრო) გამოიმუშავებს, რასაც “ჩელსი” სთავაზობდა.

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …