მთავარი / სიახლეები (გვერდი 20)

სიახლეები

გრავინა: “სატრანსფერო ბაზარზე ობიექტური მონაცემები არ არსებობს”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ კაპიტალის მოგების საქმეზე, რის გამოც „იუვენტუსს“ 15 ქულა დააკლეს, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ არსებობს კაპიტალის მოგების შემთხვევაში ობიექტური მონაცემები. ამ განცხადების მიუხედავად გრავის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანომ „იუვეს“ 15 ქულა დააკლო… „ამაზე უკვე მრავალი წელია საუბრობენ, მაგრამ გამოსავალს ვერავინ პოულობს. ეკონომიკურ სფეროში …

სრულად წაკითხვა »

დანილო და სხვები: ფეხბურთელები, რომლებიც “იუვეში” მომდევნო სეზონშიც დარჩებიან

ტურინის „იუვენტუსმა“ დანილოსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონსაც „იუვეში“ გაატარებს, თუნდაც გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდეს. Tuttosport-ი წერს იმ ფეხბურთელების შესახებაც, რომლებიც დანილოს მსგავსად მომდევნო სეზონსაც ყველაფრის მიუხედავად „იუვენტუსში“ გაატარებენ. ყველაზე მეტად ასეთი მოთამაშეები ნახევარდაცვაში არიან და ეს რგოლი ზაფხულში ყველაზე ნაკლებად შეიცვლება. პოლ პოგბა ერთ-ერთია, …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იუვე” მიყვარს, ყველაფერი, რაც დაიწერა, სიმართლე არ იყო”

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის შესახებ სიმართლე არ დაიწერა და „იუვეზე“ ცუდად არ უსაუბრია. „იუვეს“ თამაშებს ისევ ვუყურებ, დიდებული კლუბია. ყველაფერი, რაც ჩემი სიტყვებით დაიწერა, ყოველთვის სიმართლე არ იყო. მესმის ფანების, როდესაც ასეთ რაღაცებს კითხულობენ, მაგრამ არასდროს მითქვამს მსგავსი რაღაცები. „იუვე“ ძალიან მიყვარს …

სრულად წაკითხვა »

დანილო და “იუვე” ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

ტურინის „იუვენტუსმა“ და დანილომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს. ბრაზილიელი ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე განაახლებს, ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. „ვენდობი „იუვეს“ და კონტრაქტს გავაფორმებ. მჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვალთ“, – თქვა 31 წლის მცველმა. შეგახსენებთ, რომ დანილო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 138 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ფიორენტინას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს. „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად (22-დან 14-ჯერ). ეს გასულ სეზონზე უკეთესი შედეგია „ბიანკონერისთვის“ (38-დან 13 მშრალი მატჩი). „ფიორენტინამ“ კარში მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვენტუსმა” ახალგაზრდა იტალიელებთან მიმართებაში მაგალითი აჩვენა”

ვეტერანმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსი“ შეაქო ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებისთვის ნდობის გამოჩენის გამო. როგორც მან აღნიშნა, მწვრთნელებმა უფრო თამამად უნდა იმოქმედონ და ფეხბურთელებს შანსი მისცენ, „თუ კარგ მოთამაშეებთან ერთად თამაშობ, სწავლობ და უმჯობესდები, თუ საშუალო დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, იგივე რჩები ან ძალიან ცოტას სწავლობ. რაც შეეხება ახალგაზრდა იტალიელებს, „იუვენტუსმა“ სირთულეებში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – კარგი იყო, როცა საჭიროა. დანილო 6.5 – ყოველთვის სწორი ადგილასაა, გასული სეზონი გარდამტეხი იყო და ახლა შთამბეჭდავი მომენტი აქვს. ბრემერი 6 – კლდოვანი, ყოველთვის სუფთაც ვერ ითამაშა, მაგრამ ეფექტურად. ალექს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “29 ქულა გვაქვს, მაგრამ ამ ბიჭებმა 44 ქულა დააგროვეს და ეს უნდა გვახსოვდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა 44 ქულა დააგროვა და ბიჭების შრომა არ უნდა იქნას დავიწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მხოლოდ 29 ქულა აქვთ. „კარგი შანსები გვქონდა ანგარიში 2:0 რომ გაგვეხადა, შემდეგ დავიბენით და თავის კარგად დაცვა გახდა საჭირო, „ფიორენტინას“ …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “როგორც წესი, 90-ე წუთზე ჩვენს გატანილ გოლს აუქმებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, პირველად მოხდა, რომ „იუვეს“ კარში გოლი ბოლო წუთზე გააუქმეს. „ემოციურია, როცა მატჩს 1:0-ს იგებ 90-ე წუთზე გაუქმებული გოლით. სამი ქულა სიტუაციიდან გამომდინარე ფუნდამენტური იყო. მეგონა, რომ ლოკატელიზე ჯარიმა იყო და მერე მითხრეს, რომ რანიერიზე თამაშგარის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი გულშემატკივრებს ეკამათა: “მოკეტეთ!”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ფიორენტინასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე გულშემატკივარს ეკამათა და მათ მოკეტვისკენ მოუწოდა. ალეგრის გაღიზიანების საფუძველი ლეანდრო პარედესის, მოიზე კინისა და მატია დე შილიოს მიმართ სტვენა გახდა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ფანების უმეტესობა სტადიონზე გუნდის გასამხნევებლად მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მოთამაშეებს უსტვენს, რაც ამ სიტუაციაში დაუშვებელია. …

სრულად წაკითხვა »