მთავარი / სიახლეები (გვერდი 10)

სიახლეები

სასტარტო შემადგენლობა “პარმასთან”

“იუვენტუსი” სერია A-ს მესამე ტურის მატჩს დღეს, “პარმასთან” სტუმრად ჩაატარებს. უკვე ცნობილია შემადგენლობა, რომელიც “ენიო ტარდინიზე” პირველივე წუთიდან გავა. წინა შეხვედრასთან შედარებით მასიმილიანო ალეგრიმ შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა: ჟოაუ კანსელუს ნაცვლად მოედანზე ხუან კუადრადო გავა. პაულო დიბალა კი ისევ სათადარიგო სკამზეა. ძირითადი შემადგენლობა ასეთია: შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; …

სრულად წაკითხვა »

საუბარი გულშემატკივართან – ლევან ბეგლარიშვილი

JUVENTUS.GE ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ – „საუბარი გულშემატკივართან“. ამიერიდან, ჩვენი ვებგვერდი „იუვეს“ ქომაგებს გაესაუბრება და მათი სიყვარულის ისტორიას კლუბისადმი, ხედვებსა და მოსაზრებებს გაეცნობით. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის პრეზიდენტი ლევან ბეგლარიშივილია. – როგორ და როდის დაიწყო თქვენი შავ–თეთრი გუნდის ფერადი ისტორია? – 1994 წელს, იუვენტუსი-პარმა იყო პირველი მატჩი იუვეს …

სრულად წაკითხვა »

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: “კრიშტიანუ მთლიანად “იუვენტუსზეა” კონცენტრირებული”

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს ნაკრებში არგამოძახებაზე კომენტარი გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ეს თავად რონალდუს სურვილი იყო. „მე ვესაუბრე კრიშტიანუს და შევთანხმდით, რომ ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩებში არ ითამაშებდა. რონალდუს სურს, რომ ადაპტაცია მალე გაიაროს და ამიტომ, დარჩა ტურინში“, – აღნიშნა სანტუშმა პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 2016 წლის ევროპის …

სრულად წაკითხვა »

პოგბას “იუვეში” დაბრუნება იანვარში უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „წითელი ეშმაკების დატოვება“ და ყოფილ კლუბში, ტურინის „იუვენტუსში“ სურს დაბრუნება. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს, მიზეზად კი, მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოება სახელდება. აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ 25 წლის ფეხბურთელი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გადავა, უეფას მიერ მიღებული წესების თანახმად ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »

ალესანდრო დელ პიერო: “ოლდ ტრაფორდზე” თამაში გამოწვევაა”

„იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ტურინელთა მეტოქის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ გააკეთა კომენტარი. ალექსი მიიჩნევს, რომ ძველი „მანჩესტერისგან“ ახლანდელი გუნდი ბევრად განსხვავებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გულშემატკივარს ორი შესანიშნავი თამაში ელოდება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ არის გუნდი, რომლის კარშიც ბევრი გოლი მაქვს გატანილი და რომლის წინააღმდეგაც ბევრჯერ მითამაშია. ეს იყო …

სრულად წაკითხვა »

“პარმა” – “იუვენტუსი”: მატჩისწინ

„იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე ელიტაში წელს დაბრუნებული, თუმცა ტრადიციული „პარმა“ იქნება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამ თამაშის აშკარა ფავორიტია, რადგან „მერძევეები“ კარგა ხანია დიდების გზას აღარ ადგანან. „იუვე“ ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს, ხოლო „პარმამ“ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, როდესაც „ენიო ტარდინიზე“ „უდინეზესთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი: “რონალდუს მანჯუკიჩი შეუწყვილდება”

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ ძირითად შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს ისევ მარიო მანჯუკიჩი შეუწყვილდება. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ პორტუგალიელი გაბრაზებულია უეფას გადაწყვეტილებით: ჩემპიონთა ლიგა – „ჩემპიონთა ლიგის შესახებ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ვისაუბრებ. „მანჩესტერი“ და „ვალენსია“ ორი კარგი გუნდია, ცხელი ატმოსფეროთი. შემდეგ მოდიან შვეიცაიელები, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს აგენტი: “უეფამ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო”

ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა. ეს გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან ბევრი კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევდა ფავორიტად. უეფას გადაწყვეტილება „იუვენტუსის“ თავდამსხმელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დაუწუნა და განაცხადა, რომ ეს სასაცილოა: „ფეხბურთში ოთხი ხაზი არსებობს, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ გამარჯვებულია. 15 გოლი გაიტანა და „რეალის“ კიდევ ერთმა ჩემპიონობამ მის …

სრულად წაკითხვა »

ჯგუფური ეტაპის კალენდარი

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში H ჯგუფში „მანჩესტერთან“, „ვალენსიასთან“ და „იანგ ბოიზთან“ ერთად ითამაშებს. უკვე ცნობილია ჯგუფური ეტაპის კალენდარიც. „ბებერი სინიორა“ პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს, სტუმრად „ვალენსიასთან“, ხოლო ბოლო მატჩს ასევე სტუმრად, 12 დეკემბერს, „იანგ ბოიზთან“ ჩაატარებს. სრული კალენდარი ასეთია: I ტური 19 სექტემბერი, 23:00 საათი. „ვალენსია“ – „იუვენტუსი“ II ტური …

სრულად წაკითხვა »

ძველი ნაცნობი – “მანჩესტერი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონში „იუვენტუსი“ H ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვალენსია“ და „იანგ ბოიზი“ იქნებიან. JUVENTUS.GE სამივე მეტოქის შესახებ ისაუბრებს. ამჯერად, ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ ვისაუბრებთ. ისტორია „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვეს“ მთავარ კონკურენტად მოსჩანს. ეს კლუბი 140 წლის წინ, 1878 წელს დაარსდა, თუმცა პირველი წარმატებები მეოცე …

სრულად წაკითხვა »