მთავარი / სიახლეები

სიახლეები

ხედირას და დუგლას კოშტას ტრავმების შესახებ…

„იუვენტუსის“ ნახევარმცველ სამი ხედირას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ გერმანელს მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული. შედეგად, ხედირა მოედანზე გასვლას მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. რაც შეეხება დუგლას კოშტას, როგორც „ბებერი სინიორას ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელს სამედიცინო გამოკვლევა პარასკევს ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ ხედირამ „ვალენსიასთან“ მატჩის 23-ე წუთზე დატოვა მოედანი, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ შესაძლოა “მანჩესტერთან” ორივე თამაში გამოტოვოს

კრიშტიანუ რონალდუს წითელ ბარათს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია გარანტირებული აქვს, თუმცა ახლა იმაზე იმსჯელებენ, თუ რამდენ მატჩიანი უნდა იყოს ეს სასჯელი. საუბარია ერთიდან სამ მატჩამდე. ამრიგად, „იუვენტუსს“ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორივე თამაშის ჩატარება კრიშტიანუს გარეშე მოუწიოს. უეფა აღნიშნულ საკითხზე 27 სექტემბერს იმსჯელებს. თუ რონალდუს 2 ან 3 მატჩიან …

სრულად წაკითხვა »

ხედირა “ფროზინონესთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა “ვალენსიასთან” მატჩის პირველივე ტაიმში დაშავდა და 23-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. გერმანელის ტრავმის ხარისხს სამედიცინო გამოკვლევა დააგდენს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კვირას, “ფროზინონესთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი მომდევნო მატჩში შემადგენლობაში როტაციას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში გამოჩნდებიან დანიელე რუგანი და როდრიგო ბენტანკური. აქვე …

სრულად წაკითხვა »

“ვალენსია” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი აიღო და „ვალენსია“ სტუმრად 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ Tuttosport-ის ვერსიით ფეხბურთელა შეფასებებს. იტალიური გამოცემის აზრით, ტურინელთა შორის საუკეთესო ფედერიკო ბერნარდესკი იყო: ვოიცეხ შჩესნი 7.5 – პენალტი მოიგერია. მართალია თამაშის ბოლოს, მაგრამ დაამტკიცა, რომ მთელი შეხვედრა ყურადღებით იყო. ჟოაუ კანსელუ 8 – პორტუგალიელი უშეცდომო იყო დაცვაში და …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი რონალდუს გაძევებაზე: “ჩვენ ქალები არ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა კრიშტიანუ რონალდუს გაძევებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წითელი ბარათი მსაჯმა დაუმსახურებლად აჩვენა. გერმანელი მიიჩნევს, რომ მაშინ ყველა ჯარიმაზე იგივე უნდა მოხდეს. „გავიგე რომ მსაჯმა თმებში ხელის მოკიდებისთვის გააძევა… უცნაურია, რადგან ჩვენ არ ვართ ქალები და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ ეს წითელი ბარათია, მაშინ ყველა წესის …

სრულად წაკითხვა »

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა და დუგლას კოშტას სათადარიგოებში ყოფნაზე. მაროტა მიიჩნევს, რომ „ბებერ ქალბატონში“ სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსს არცერთი ფეხბურთელი არ ატარებს: „ჩვენთან ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. სასტარტოში მყოფ და სათადარიგო ფეხბურთელებს შორის რეალურად მინიმალური განსხვავებაა და ყველა …

სრულად წაკითხვა »

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან გაბრაზებული იყო. ამასთან, დასძინა, რომ ის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება მოედანზე და მის მიღმა. „სირთულეების მიუხედავად ისე ვითამაშეთ, როგორც ნამდვილ გუნდს შეეფერება და ფუნდამენტური გამარჯვება მოვიპოვეთ. რონალდუ? ეს იყო სათამაშო ეპიზოდი და უნდა ვერიდოთ პროვოკაციებს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვიდეორეფერი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვალენსიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეცილიასტი თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა, ხოლო მსაჯს რონალდუს გაძევების ეპიზოდში არ დაეთანხმა. „ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს, რადგან გაძევებამდე დიდებულად ვმოქმედებდით. მას შემდეგ კი, რაც დავწინაურდით, მეტოქისთვის შანსი თითქმის არ მიგვიცია. ეს იყო ნამდვილი „იუვენტუსი“, რომელიც ფეხბურთს …

სრულად წაკითხვა »

წარმატებული სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე!

სტარტი კარგია, სტარტი დამაჯერებელი. „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი ჩინებულად დაიწყო და „მესტალიაზე“ მეტად რთული თამაში მოიგო. „ვალენსია“ სახიფათო მეტოქეა და მეტადრე საკუთარ მოედანზე. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კლასის ხარჯზე მეტოქე აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულა მიითვალა. არადა, „იუვემ“ სათამაშო დროის საათზე მეტი კაცნკალულმა ჩაატარა და თანაც …

სრულად წაკითხვა »