მთავარი / სიახლეები / ბუფონი: რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია
ბუფონი: რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია
ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონი: რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია

იუვენტუსის კაპიტნის ჯიჯი ბუფონის განცხადებით რომას ჰყავს შესანიშნავი მწრვთნელი, ფეხბურთელები და ასევე გააჩნია ყველანაირი შესაძლებლობა სკუდეტოს მოსაგებად. ბიანკონერები ლუჩიანო სპალეტის გუნდს შაბათ საღამოს შეხვდებიან.

“რომა და ნაპოლი, იუვენტუსთან ერთად, არის ის გუნდები რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში  განსაკუთრებული საბრძოლო უნარები გამოაჩინეს. გუნდების პროგრესი ყველასთვის შესამჩნევია, როდესაც რომასა და ნაპოლის გუნდებზე ვსაუბრობ ვფიქრობ რომ მათ მიზნების განხორციელება სავსებით შესაძლებელია. ორივე გუნდი ყოველთვის მოწინავე მეორე ან მესამე ადგილს იკავებს.  ჩემთვის რომას შედეგი არ არის გასაკვირი რადგან ეს გუნდი მრავალი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა სიძლიერითა და მაღალი კონკურენტუნარიანობით. მათ ყავთ დიდებული მწრვთნელი, კარგი ფეხბურთელები, გამოცდილება და ყველა უნარი რაც საჭიროა სკუდეტოს მოსაგებად”. განაცხადა ბუფონმა სკაისთან საუბრისას.

ბუფონი, ისევე როგორც რომას კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, აღიარებულია როგორც  იტალიის და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა.

“მე ვარ ბედნიერი რადგან არასოდეს არაფერი მითხოვია ან მიმინიშნებია  ფრანჩესკოსთვის. მან გაირა იგივე სკოლა რაც მე როდესაც კარიერას იწყებდა. ვფიქრობ რომ მან  მოახერხა თავისი თავის განვითარება და ტექნიკის დახვეწა. ის არის სამაგალითო მისი გუნდისა და სრულიად რომისთვის” – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *